ახალი კლევით სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2012 წლიდან დღემდე განახევრებულია - იონათამიშვილი

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის წევრმა უმრავლესობიდან, რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი განახევრებულია.

„მინდა, პოზიტიური ინფორმაციით დავიწყო. სულ ახლახან, იცით, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიში გამოქვეყნდა სიღარიბის პარამეტრების კვლევასთან დაკავშირებით. ამ კვლევის შედეგებით სიღარიბის მაჩვენებელი საქართველოში 2012 წლიდან დღემდე არის განახევრებული და არა ერთი პარამეტრი ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მეტად, ისტორიულ მინიმუმამდეა შეფასებული “, – ამბობს ის.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და ეს ანგარში აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს სიღარიბის დასაძლევად.


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი 21.3% იყო.