ახალი შემთხვევებიდან 5 პირი მეექვსე დაინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პოსტ TV“-სთან საუბარში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, დღეს დადასტურებული 8 ახალი შემთხვევიდან 2 შემთხვევის შესახებ ჯერ არაფერი იცის.

რაც შეეხება 6 ახალ შემთხვევას, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ 1 არის შიდა გადადება, ხოლო 5 იმ ჯგუფის წევრია, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა.

„ ერთი, რომელიც მოვიდა ჩვენთან ვარაუდობდა, რომ გადაედო, რადგან ჰქონდა ინფიცირებულთან საქმიანი კონტაქტი, აიღო ფული და ფიქრობს, რომ შეიძლება აქედან გადაედო. სხვა ტიპის კონტაქტი მასთან არ ჰქონია. დანარჩენი 5 ადამიანი მეექვსე დადასტურებულ წევრთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში. ისინი იყვნენ თვითიზოლაციაში და დღეს დაუდასტურდათ.

ჩვენ ვართ პირველი რიგის შიდა დაინფიცირებაზე, ისიც 4 კაცი, დანარჩენი ყველა უცხოეთიდან არის.

23 -დან 17 უცხოეთში დაინფიცირდა, 4 დაინფიცირდა იმ უცხოეთში დაინფიცირებულებისგან საქართველოში, მაგრამ არის პირველი რიგის კონტაქტი, ხოლო იმ 2-ის შესახებ ჯერ არაფერი არ ვიცი, “- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.