„ამ საკითხებზე ვმუშაობთ“ - ჩხენკელი სტუდენტურ საცხოვრისზე და სკოლებში უფასო კვებაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტში დღეს ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს უსმენდნენ. დასკვნით სიტყვაში ჩხენკელმა უფასო კვებაზე და სტუდენტურ საცხოვრისზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

„იყო რამდენიმე საკითხი რაზეც დღესვე მინდა გავაკეთო კომენტარი – სასკოლო კვების საკითხზე სამინისტრო გაეროს ბავშვთან ერთად აქტიურად მუშაობს. საერთო საცხოვრისის საკითხზეც აქტიურად მიმდინარეობს უნივერსიტეტებთან მუშაობა და ამ მუშაობის შედეგები იქნება ხელშესახები და ამას ნახავთ და გაიგებთ.“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

საერთო საცხოვრისის პრობლემაზე კითხვა პარლამენტის წევრმა ანა ბუჩუკურმა დასვა.

„ამ საკითხზე ფინანსთა სამინისტროს პოზიცია შემდეგია: გამოუყენებელი შენობა – ნაგებობები, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზეა განიკარგოს და მიღებული თანხით მოხდეს საერთო საცხოვრისის ან გარემონტება, ან ახლის მოწყობა. ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ პასუხი უნდა გასცეს.“ – განაცხადა ბუჩუკურმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის კითხვა კი სკოლებში უფასო კვებას შეეხებოდა.

„საკითხი ეხება ბავშვების უფასო კვებას, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ყოველი მეოთხე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს.ვიცი, რომ ხელისუფლება აქტიურად მუშაობდა, თუმცა ახლა რაც მივიღეთ არის ის, რომ საკითხი გაჩერებულია. რა ეტაპზეა ეს საკითხი, როდიდან შეძლებენ ჩვენი ბავშვები სკოლებში უფასო კვების მიღებას?“ – ჰკითხა მინისტრმა დეპუტატმა.