ამირან გამყრელიძე კვირაში რამდენჯერმე ფეისბუქლაივით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის გვერდზე ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის პირდაპირი ეთერი მიმდინარეობს. გამყრელიძე ფეისბუქლაივის საშუალებით, მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირების შეკითხვებს პასუხობს.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ამგვარი ფორმატით სოციალურ ქსელში კვირაში რამდენჯერმე ჩაერთვება და მაქსიმალურად ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

„ჩვენი პიარდეპარტამენტის დაჟინებული მოთხოვნით და, როგორც მეუბნებიან, მოსახლეობისგან იყო გარკვეული მოთხოვნა, რომ ჩვენ გვქონოდა ამ ტიპის გადაცემები.

არ ვიცი, რამდენად გაამართლებს, მაგრამ კვირაში ორჯერ, სამჯერ… მოთხოვნის მიხედვით, ყოველ შემთხვევაში, ცენტრმა გადაწყვიტა ის, რომ ჩვენ გვქონდეს ამ ტიპის ურთიერთობა საზოგადოებასთან და ვუპასუხოთ მათ ყველა შეკითხვას, რამდენად მძაფრი და მწვავე უნდა იყოს ის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეთერის სანახავად ან შეკითხვების გასაგზავნად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქგვერდი იხილეთ ბმულზე.