ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია „პალიტრანიუსის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა.

„გუშინ გვქონდა საუბარი. ბატონ ამირანს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის ხალხის წინაშე, ის ამ სისტემაშია 90-იანი წლების დასაწყისიდან და მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ის იყო დაავადებათა კონტროლის დირექტორი.

გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება და შემიძლია, დაგიდასტუროთ მსგავსი საუბარი გვქონდა. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება მე დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე თამარ გაბუნია იქნება კონკრეტული სიპის მოვალეობის შემსრულებელი”, – თქვა მან.

მინისტრი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არის კავშირში ან პანდემიამდე პერიოდთან, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. მისი თქმით, ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას.

„ასპარეზს უთმობს იმ ადამიანებს, ვინც გააგრძელებს დაავადებათა კონტროლის მენეჯმენტს“, – განაცხადა მინისტრმა.