ამნისტია დაახლოებით 1500 პატიმარს შეეხება - სარჯველაძე

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა  დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საზოგადოებრვ მაუწყებელთან საუბარში ამბობს, რომ დაგეგმილი ამნისტია, დაახლოებით 1500 პატიმარს შეეხება.

“კანონპროექტის შეჯერებული ვერსიას, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მზადყოფნა, რომ გაზიარებული იქნება პარლამენტის მხრიდან და იქცევა კანონად,  არც ისე მცირე გავლენა აქვს. დაახლოებით 1 500-ია რიცხვი პატიმრებისა, რომლებსაც უშუალოდ შეეხება ამნისტია, დაახლოებით 6 000 პრობაციონერის სტატუს შეცვლის  და ასევე 4 000 ადამიანს შეეხება, რომელსაც დაკისრებული აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე სასამართლოს განაჩენებით შესაბამისი ჯარიმები, ესენიც ამნისტირებას ექვემდებარება.” – ამბობს სარჯველაძე.

კანონპროექტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” დააინიცირა, პარლამენტმა უკვე 2 მოსმენით მიიღო.