„ანას ბაღში“ სამშენებლო ტექნიკის შეყვანას მოსახლეობა აპროტესტებს

პუბლიკა

„ანას ბაღის“ ტერიტორიაზე სამშენებლო კომპანია  ტექნიკის შეყვანას  ცდილობს, ადგილობრივებმა მათ გზა გადაუკეტა. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციაც. ინფორმაციას ადგილობრივები  სოციალური ქსელით ავრცელებენ.

ადგილობრივი მოსახლეობა 15 დღეზე მეტია, რაც „ანას ბაღის“ დასაცავად 24-საათიან რეჟიმში საპროტესტო აქციას მართავს.  ისინი შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“  მიერ სკვერის მომიჯნავედ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს.

2018 წლის 26 მარტს თბილისის მერიამ ადგილობრივი მოსახლეობის ადმინისტრაციულ საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღო და „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის“ მშენებლობის ნებართვა ბათილად ცნო.  რადგან ყველა გარემოება მხედველობაში მიღებული არ ყოფილა.

თუმცა მოგვიანებით კომპანიამ ისევ მიმართა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მშენებლობის ნებართვის მისაღებად და მერიამ ნებართვა კვლავ გასცა.

სკვერი-საბავშვო მოედანი [„ანას ბაღი“] ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 22-ე კორპუსის წინ 2014 წელს მოეწყო. სკვერს ეს სახელი ერთ-ერთი ადგილობრივის გარდაცვლილი შვილიშვილის პატივსაცემად დაარქვეს. სამეზობლო უკვე 3 წელზე მეტია საპროტესტო აქციებს მართავს.