ანგელა მერკელის პირველადი ტესტირება კორონავირუსზე უარყოფითია

პუბლიკა

პირველადი ტესტირებით ანგელა მერკელის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მერკელის სპიკერის ცნობით, პირველადი შედეგი დღეს გახდა ცნობილი და განმეორებითი ტესტირება მომდევნო დღეებში გაკეთდება.

კვირას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს მას შემდეგ, რაც ექიმს, რომელმაც პარასკევს მერკელს პნევმონიური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა გაუკეთა, კორონავირუსი დაუდასტურდა.