აქციაზე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ექიმს სოლიდარობა გამოუცხადეს

პუბლიკა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში ჰყავს დატყვევებული, სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეებმა ამის ნიშნად პირბადეები გაიკეთეს და სოლიდარობა წუთიერი დუმილით გამოხატეს.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეშვიდე დღეა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლის მიზანიც ახალგორში მცხოვრები პირისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა იყო. კერძოდ, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ერთ-ერთ ვერსიად განიხილავს, რომ ქართველი ექიმი ოკუპირებულ ახალგორში ღრმა ჭაში ჩავარდნილი ადგილობრივი მცხოვრების დასახმარებლად გაემართა, რომელსაც თბილისში გადმოყვანასა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი უთხრეს.