არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ, ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობის ნორმალიზებაზე - პუტინი

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს არ აქვს ცუდი განზრახვა მეზობლების წინააღმდეგ და ის მხოლოდ პასუხია „არამეგობრული ნაბიჯების“ მიმართ. პუტინის თქმით, ის ფიქრობს, რომ ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ არ გვაქვს მეზობლების მიმართ ცუდი განზრახვა. მე ასევე ვურჩევდი მათ, რომ არ მოახდინონ სიტუაციის ესკალაცია, ნუ დაიწყებენ შეზღუდვებს. ჩვენ ვასრულებთ და შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს.

ჩვენ ვერ ვხედავთ იმის საჭიროებას, რომ მოხდეს სიტუაციის ესკალაცია ან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენი ყველა ქმედება ყოველთვის უშუალოდ პასუხია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართულ არამეგობრულ ნაბიჯებზე.

ვფიქრობ, ყველამ უნდა იფიქროს ურთიერთობების ნორმალიზებასა და ნორმალურ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ბორან „მარშალ როკოსოვსკიზე“ რუსეთის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიაზე.