არ მიგვიღია გადაწყვეტილება, რომ იმნაძე და გამყრელიძე ეთერებში აღარ ჩაერთონ - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, დღეს ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე დღეს ტელეეთერში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ამის მიზეზად პრესამსახურში მათი გრაფიკის გადატვირთულობას ასახელებენ.

შეკითხვაზე, ნიშნავს თუა რა ეს იმას, რომ ცენტრის დირექტორმა და მოადგილემ გადაწყვეტილება მიიღეს უარი თქვან სატელევიზიო ეთერში მონაწილეობაზე, პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ, როგორც მათთვის ცნობილია,  დღეს ვერ ჩაერთვებიან, რადგან დაკავებულები არიან, ხოლო გადაწყვეტილება, რომ ტელეთერში მონაწილეობაზე უარის შესახებ, არ მიუღიათ.

შეკითხვაზე ხვალ და ზეგ შეიძლება თუ არა, რომ ვიხილოთ ეთერში ცენტრის წარმომადგენლები გვიპასუხეს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, ექნებათ თუ არა დრო.

შეგახსენებთ, რომ „ნეტგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ. ხოლო,  იმ შემთხვევაში, თუ რაიმე სიახლე იქნება, თავიანთ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.