არავისზე ნაწყენი არ ვარ, ფართოდ არ ვჩნდები ეთერში რადგან, მომატებული რისკი მაქვს - გამყრელიძე

პუბლიკა

„ბევრი ამბობს, რატომ არ ჩნდება გამყრელიძე ეთერშიო. მე არავისზე ნაწყენი არა ვარ, მე ეს არ მახასიათებს. არ ვჩნდები ფართოდ იმიტომ, რომ მაქვს მომატებული რისკი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, ექიმებს, მათ შორის მასაც, ბევრ ადამიანთან უწევთ შეხება და ამიტომ მომატებული რისკის ქვეშ არიან. ეს არის მიზეზი, თუ რატომ ცდილობს თავად მედიასთან დისტანცირებას.

„ყოველდღიურად შეხება მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან და თუნდაც ეს ბრიფინგები, სასურველია, ჩატარდეს რაც შეიძლება ვირტუალურად“, – თქვა გამყრელიძემ.