არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი არ ყოფილა - მარგველაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის პოსტის დაკავებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

„აი, აბსოლუტურად 100%-ით ტყუილია. არც შემოთავაზება, არც განხილვა, არც მოთელვა, არაფერი მსგავსი არ ყოფილა.

სააკაშვილთან მქონდა კონტაქტი, მიმოწერა, უკრაინაში წასვლამდე, ერთად დავგეგმეთ უკრაინაში წასვლა. სავარაუდოდ, დალაგებული აქვთ ასეთი მოგონილი სკანდალები და არის მცდელობა რაღაცა ამბის გადაფარვის.

აი, გუშინდელი ამბავი, სავარაუდო განხილვა ოლიგარქებს შორის  ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, ეტყობა, ეს ამბავი ძალიან მძიმეა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს ამ ნიუსქარიშხლის მოწყობას მე ვერაფრით ავხსნი“,  – ამბობს მარგველაშვილი.


დღეს ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ გაავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე შეთავაზება გიორგი მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო. ტელეკომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ ინფორმაციას უარყოფენ.