არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას საპარლამენტო ფორმატში დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს. ის, რაც აქვთ სათქმელი, არუგმენტები, თქვან ნებისმიერი პოლიტიკური ფორმატით, იქნება ეს პლენარული თუ საკომიტეტო განხილვები. წარმოადგინონ, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის პარლამენტში არსებობს მზადყოფნა და ამისთვისაა პარლამენტი და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს პარლამენტში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გამთენიისას სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეებს პარლამენტის სამივე შესასვლელი ჰქონდათ პიკეტირებული. შსს-ს ცნობით, აქციის დაშლისას დაშავდა 3 ადამიანი, დაკავებულია 28 პირი.