გარემო

პუბლიკა

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც აუარესებს ჰაერის ხარისხს, არის სხვადასხვა გარე და შიდა წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლების ნაზავი, მათ შორის - ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებები, შეშის არაეფექტური ღუმელებიდან გამოფრქვეული მტვერი, ტყვიის შემცველი საღებავები, სათამაშოები და ა.შ.

ლიკა ზაკაშვილი

თბილისის არჩეული მერის ეს სიტყვები გავიხსენოთ და დავსვათ შეკითხვები – აქვს კი თბილისს პოტენციალი, იყოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი? როგორია თბილისში მწვანე საფრის, რეკრეაციული სივრცეების კუთხით არსებული რეალობა? რა გაკეთდა „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მწვანე სივრცეების კუთხით ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად?

ქრისტინე მუჯირი

„ეს ოდესღაც სახელმწიფოსგან არის გასხვისებული. ის იყო ჩემი, შენი და საზოგადოების საკუთრება და ახლა მისგან კომერციულ სარგებელს მხოლოდ კერძო პირები მიიღებენ, რომლებსაც არანაირი სხვა უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ რაღაცის გამო პრივილეგია მიენიჭათ და იყიდეს ეს ტერიტორიები. ეს პოლიტიკა კალაძემაც გაიმეორა და ამ არეალისთვის შეზღუდვის მოხსნით, დაამტკიცა, რომ ისიც ამავეს აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება ამას უყურებს როგორც ერთჯერადი გამდიდრების საშუალებას და არა როგორც საჯარო სივრცეს, რაც მიუღებელია“, - ამბობს ის.

ქრისტინე მუჯირი

როგორია ლისის ტბის არეალის ლანდშაფტის კვლევის შედეგები, რა პრობლემები გამოიკვეთა კვლევისას და როგორ უნდა განვითარდეს ის? „პუბლიკა“ ესაუბრა ლისის არეალის ლანდშაფტის კვლევის ავტორს, ჩეხ ექსპერტ მაიკლ ჰოზეკს. 

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, დალის მთის წყალსაცავი დღეს უფუნქციოდაა. საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისთვის“ - „საბუკო“ - უკვე მეორე წელია, მდინარე ივრის ჭალის ტყის კონსერვაციის პროექტს ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში „საბუკოს“ ინიციატივაა, დალის მთის წყალსაცავიდან წყლის პერიოდული გამოშვებით დაიტბოროს მიმდებარე ჭალის ტყეები და ამით იქ არსებული ჰაბიტატი ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს.

სოფო აფციაური

ჭაჭუნის აღკვეთილში ფოტოხაფანგმა ფოცხვერი წელს პირველად დააფიქსირა; მალევე, მას შემდეგ, რაც აღკვეთილის ტერიტორიასა და მის ბუფერულ ზონებში საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის - „საბუკომ“ მდინარე ივრის ჭალების ტყის აღდგენის პროექტი დაიწყო.  პროექტი სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხს შეისწავლის, მაგრამ ყველა მათგანი ერთ მიზანს ემსახურება - დაიცვას აღკვეთილის ტერიტორია გადაძოვებისა და მიწის დეგრადაციისგან;

ტყის კოდექსის პროექტი, რომელიც ტყესა და მის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის გადაცემის შესაძლებლობას ადგენს. მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია. რა წერია კანონში და რა პოზიცია აქვთ გარემოს დაცვის სამინისტროში?

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამეგრელოში ლებარდეს კურორტის რეაბილიტაციას გეგმავს. აქ უნდა გაშენდეს - სასტუმროები, სანატორიუმები, ავტოსადგომი, სპორტული ობიექტები და საბაგირო გზა. სწორედ საბაგირო გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეგრისის ქედზე მიმდინარე დამოუკიდებელი კვლევის ავტორებმა გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები გაუგზავნეს.

ნათია ამირანაშვილი

ხელუხლებელი გარემოს დაბინძურება, ხეობისთვის ტურისტული პოტენციალის დაკარგვა, კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობების საფრთხის წინაშე დაყენება - ეს იმ არგუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც მოსახლეობა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტები პროექტის ეწინააღმდეგებიან. მათი თქმით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ასაშენებლად ალტერნატიული ადგილმდებარეობა შეირჩეს.

ნათია ამირანაშვილი

ამბროლაურიდან 25 კილომეტრში, რაჭის პატარა სოფელ ურავში დარიშხანის სუნი ისევ იგრძნობა. მოსახლეობა ცხოვრებას განაგრძობს, იზრდებიან ბავშვები, პურიც ცხვება, მაგრამ მათ ყოველდღიურობას დარიშხანის კვალი აჩრდილივით დღემდე დაჰყვება. სოფელში დარიშხანის ყოფილი საწარმოს ნანგრევები ახლა ქვეწარმავლების ბუდედ ქცეულა. აქ წინა საუკუნის 30-იანი წლებიდან 90-იანებამდე დარიშხანის მადანს ამუშავებდნენ. პროდუქცია საბჭოთა კავშირის პერიოდში გამოიყენებოდა როგორც სამხედრო, ასევე მრეწველობის სხვადასხვა დარგში.

  • 1
  • 2