ყველა

პუბლიკა

„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთების გამოა მსჯავრდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს.

პუბლიკა

დღეიდან ყოველ პარასკევს „პუბლიკა" მოკლედ შეაჯამებს განვლილი კვირის მნიშვნელოვან ამბებს, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო მასშტაბით. რუბრიკა განკუთვნილია მათთვის, ვინც შესაძლოა ვერ ახერხებდეს ახალი ამბებისთვის ყოველდღიურად თვალის დევნებას, ანდაც სურს მოკლედ გადაავლოს თვალი გასული კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ-სოციალურ მოვლენებს. 

დავით ბუხრიკიძე

ინგებორგ ბახმანი სიცოცხლეშივე იქცა მითად.

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე დაწერილი გინების გამო მოქალაქე ზურაბ ოსიყმაშვილი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. სამართალდარღვევის ოქმი „სქროლვა-სქრინვის” სამმართველომ შეადგინა. „მითების დეტექტორს“ Tinatin Topuria-ს ექაუნთი ინდენტიფიცირებული აქვს, როგორც არაავთენტური ანგარიში, რომელიც სხვა ექაუნთების მსგავსად, სისტემატიურად ავრცელებს მოლკე ვიდეოებს, რომლებიც ფოკუსირებულია ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და დასავლური კურსის მხარდამჭერი აქტორების დისკრედიტაციაზე.

დავით ბუხრიკიძე

ქორეოგრაფიულ-თოჯინური სპექტაკლი “მარო”, რომელიც მარო მაყაშვილის დღიურების მიხედვით დადგა ფიზიკური თეატრის კომპანია “ჰოი”-მ, შვეიცარიის ქალაქ ბელინცონაში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე დიდი წარმატებით უჩვენეს.

პუბლიკა

ეს სტატია ციხეში დაწერა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა ულვია ალიმ (გულიევა). ალი 2025 წლის 6 მაისს დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი დამოუკიდებელი აზერბაიჯანული მედია „მეიდან ტვ-ის“ (Meydan TV) წინააღმდეგ მიმდინარე საქმეში, რომელთან თანამშრომლობასაც იგი უარყოფს.

პუბლიკა

ირანელი აქტივისტი ჰადი როსთამი, რომლის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველო ნებაყოფლობით დატოვა, „პუბლიკას“ უყვება, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოტყუებით გადაიყვანეს, რის შემდეგაც ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.

ნინო კიკვაძე

საქართველოში დიუშენის სინდრომის მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლებს კი უკვე ორი წელია, სახელმწიფო სხვადასხვა არგუმენტით არ უკმაყოფილებს მოთხოვნას, შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი - ჯივინოსტატი (სავაჭრო სახელით Duvyzat); ვამოროლონი (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და ელევიდისი (გენური თერაპია).

პუბლიკა

2026 წლის 7 ივნისს სომხეთში თითქმის 2.5 მილიონი მოქალაქე აირჩევს პარტიას, რომელმაც ქვეყანა უნდა მართოს. ისინი არჩევანს გააკეთებენ 18 პარტიასა და ალიანსს შორის, რომლებიც პარლამენტში ადგილებისთვის იბრძვიან. ეს იქნება პირველი გეგმიური (და არა რიგგარეშე) საპარლამენტო კენჭისყრა 2017 წლის შემდეგ. 

პუბლიკა

ჭიათურას არასდროს უცხოვრია პრობლემების გარეშე. გაფიცვა, პროტესტი, გლოვა დაღუპული მაღაროელებისა და წუხილი ეკოლოგიაზე აქ არასდროს დასრულებულა. მმართველობის ოცი წლის თავზე მადნის მომპოვებელმა კომპანიამ რეორგანიზაციის სახელით, მინიმუმ, 1500 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან, პროტესტის მონაწილე ოთხი ადამიანი კი ციხეშია. ამ პირობებში, ჭიათურა იმაზე მეტ გაჭირვებაში აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე ყოფილა.