ყველა

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.

ბექა კობახიძე

რუსეთ-უკრაინის ომსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში საქართველოს პოლიტიკის შემუშავებაზე საუბრისას, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს იმის გააზრება, თუ რა ბერკეტები აქვს რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ და რა შემთხვევებში აამოქმედებს მათ პუტინი. საფრთხეებზე საუბრისას ქართული ოცნება უბრალოდ იტყუება, როდესაც არარსებულ დასავლურ კონსპირაციას, ომში ჩართვის თაობაზე გლობალურ შეთქმულებასა და ბირთვული ომის შიშებს ახვევს თავზე მოსახლეობას.

დავით ბუხრიკიძე

რუბინშტეინის სახელობის კონკურსს, რომელიც 1973 წელს დაარსდა და რომელიც სამ წელიწადში ერთხელ იმართება, საკმაოდ მკაცრი კრიტერიუმები აქვს. წლევანდელ კონკურსში სამი ტურის შემდეგ, 40 მონაწილიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ექვსი პიანისტი დარჩა: გიორგი გიგაშვილი (საქართველო), ელიას ჩეჩინო (იტალია), პარკ ჩაიონგი (სამხრეთ კორეა), იუკინე კუროკი (იაპონია), ალბერტო ფერო (იტალია), კევინ ჩანი (კანადა).

ნინო ძანძავა

რას გაურბიან ამ ქვეყნიდან ახალგაზრდები? – რეჟისორის მიერ პირდაპირ თუ ირიბად დასმული ეს შეკითხვა თითქოს აჯამებს ამ კინემატოგრაფიულად დახვეწილ და პოლიტიკურად აქტუალურ ნამუშევარს, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ ეროვნული კინოინდუსტრიის განვითარებისთვის არახელსაყრელი ფინანსური და პოლიტიკური პირობების მიუხედავად, საქმის სიყვარულით მოტივირებული ადამიანების დიდი ძალისხმევის წყალობით, ქართული კინო ცოცხლობს და იკრებს ძალას წინ წასასვლელად – მომავლისკენ.

პარლამენტი თავდაცვის კოდექსში ცვლილებებს განიხილავს, რისი მიღების შემთხვევაშიც სავალდებულო სამხედრო სამსახურში მართლმადიდებელი სასულიერო პირების გარდა ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენელს გაიწვევენ. გაწვევის გადავადების საფუძველი ასევე ვეღარ იქნება „ბიბლიური თავისუფლების“ მოწმობაც. რა იცვლება და რატომ ეწინააღმდეგებიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს?

დავით ბუხრიკიძე

7 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ წარმოადგენს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ ოპუსს „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, რომელიც შთაგონებულია გალაკტიონის პოეზიით. 

რამდენი ტყუილითაც არ უნდა დაამძიმონ ისტორიული სიმართლე, ის მაინც ამოტივტივდება ზედაპირზე. ისტორია თავის თავს არ დამალავს. ადამიანები მაინც ამოთხრიან წინაპრების საფლავებს და ახლოდან დააკვირდებიან თავის ქალებზე შემორჩენილ ნატყვიარებს. ყოველი ექსპონატი ალაპარაკდება. მათ შორის, პროპაგანდისტული კინოც აუცილებლად გათქვამს დამკვეთს.

დავით ბუხრიკიძე

ამერიკული საიფორმაციო პოტრტალი operawire აქვეყნებს სტატიას, რომელშიც აღნიშნულია: „სასამართლოს არბიტრაჟის გადაწყვეტილებით „მეტროპოლიტენ ოპერას“ დაევალა ცნობილ საოპერო მომღერალს, ანა ნეტრებკოს 200 ათასი დოლარი გადაუხადოს გასულ წელს გაუქმებული სპექტაკლების გამო, როდესაც მეტროპოლიტენის გენერალურმა დირექტორმა პიტერ გელბმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის ომის მხარდამჭერ არსტისტებს კონტრაქტები გაუუქმა“.

პუბლიკა

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, წელს მეშვიდედ ტარდება. ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა წელსაც შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წელი გავიდა. საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან რუსეთის აგრესიას გამოქცეული ასობით ლტოლვილი ცხოვრობს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უკრაინელი ლტოლვილები სამედიცინო საკითხებს ასახელებენ. სახელმწიფოს პოლიტიკა, რომელიც უნდა ზრუნავდეს ლტოლვილების ფსიქო–სოციალურ, სამედიცინო და სხვა საჭიროებებზე, ბუნდოვანია. ომის დაწყების პირველ თვეებში კერძო და სახელმწიფო ინიციატივის ფარგლებში აქ მყოფი ლტოლვილები ახერხებდნენ სამედიცინო მომსახურების უფასოდ მიღებას, ახლა კი ხელმისაწვდომი აღარაა სამედიცინო სერვისები და საჭიროების შემთხვევაში, მასში საქართველოს მოქალაქეებზე 35%-ით მეტის გადახდა უწევთ, რაც ბევრისთვის რთული გამოწვევაა.

პუბლიკა

პუტინის ომს, სამხედრო მობილიზაციასა და დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ კრიზისს გამოქცეული რუსეთის მოქალაქეები თავს მეზობელ სახელმწიფოებს აფარებენ. მიგრანტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად, უვიზო რეჟიმისა თუ სხვა მრავალი ხელსაყრელი ფაქტორის გამო, საქართველოც იქცა. 24 თებერვლის შემდეგ რუსები ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვარს მოაწყდნენ, რამაც საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში კავკასიაზე გამავალი მარშრუტი ბევრად ნაკლებ ტვირთს ატარებდა, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტი, რომელიც ჩინეთს ევროპასთან რუსეთის მეშვეობით აკავშირებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. რატომ ვერ უწევდა შუა დერეფანი ჩრდილოეთის მიმართულებას კონკურენციას და რა შესაძლებლობები გაუჩნდა გასულ წელს ამ მარშრუტს?