ყველა

პუბლიკა

სამწუხაროდ, დავინახეთ, რომ როდესაც მმართველ გუნდს არცერთი დამაჯერებელი არგუმენტი არ დარჩა საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლად, მათ გადაწყვიტეს  განტევების ვაცის მოძიება და ჩვენზე ამ სახის შეტევის განხორიელება

გიორგი ლობჟანიძე

რაც მთავარია, არ მინდა თვითონ ჩემთვისაც წვრილმანებს ნაბანი წყალივით გადავაყოლო უმთავრესი: იმით გამოწვეული სიხარული, რომ ამელი ნოტომის ეს დიდებული წიგნი უკვე ქართულადაც შეგვიძლია წავიკითხოთ და სხვათა შორის, არც თუ ისე ურიგო თარგმანით!  

რამდენი ტყუილითაც არ უნდა დაამძიმონ ისტორიული სიმართლე, ის მაინც ამოტივტივდება ზედაპირზე. ისტორია თავის თავს არ დამალავს. ადამიანები მაინც ამოთხრიან წინაპრების საფლავებს და ახლოდან დააკვირდებიან თავის ქალებზე შემორჩენილ ნატყვიარებს. ყოველი ექსპონატი ალაპარაკდება. მათ შორის, პროპაგანდისტული კინოც აუცილებლად გათქვამს დამკვეთს.

პუბლიკა

პოლიტიკოსის, ექსპერტის ან ნებისმიერი საჯარო პირის გამოსვლები ხშირად ხდება ხოლმე კრიტიკისა და განხილვის საგანი. ცალკეული გამონათქვამები ბევრს ამბობს ადამიანის ფასეულობებსა და პრიორიტეტებზე, მაგრამ ათასობით განცხადების საფუძველზე მათი რიტორიკის ანალიზი კიდევ უფრო ნათელი სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. რა სიტყვებსა და ფრაზებს იყენებენ ყველაზე ხშირად, ვის აკრიტიკებენ და ვის არა, რა პერიოდში არიან განსაკუთრებით აქტიური, როდის ერიდებიან კომენტარის გაკეთებას, პასუხები ამ შეკითხვებზე ხშირად საუკეთესო გზაა, გავიგოთ მეტი მათ მეთოდებსა და სტრატეგიაზე.

გიორგი ლობჟანიძე

ასეთი თარგმანები ათწლეულებში ერთი თუ იქმნება, ამიტომაც, ძალზე სასიხარულოა, რომ „საბას“ წლევანდელ ჟიურის, თარგმანის ნომინაციაში დიდი კონკურენციის მიუხედავად, არ გამორჩენია, ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია ანი კოპალიანის ხელით, მისი დიდი ცოდნითა და ნიჭით შექმნილი სასწაული. 

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გასულ წელს უმოქმედო სესხების წილი სესხების მთლიან პორტფელში 4.5%-დან 8.4%-მდე გაიზარდა. გვენეტაძის თქმით, უმოქმედო სესხების წილის ზრდა წელსაც გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 10%-ს მიაღწევს. რაზე მიანიშნებს ვადაგადაცილებული სესხების ზრდა და რა არის გამოსავალი?

ქრისტინე მუჯირი

გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.

ქრისტინე მუჯირი

როგორც თოფურია ამბობს, სამსახურიდან წასულ თანამშრომლებსა და მუზეუმის ხელმძღვანელობას ბევრ საკითხზე ჰქონდათ განსხვავებული აზრი, თუმცა მუზეუმიდან წასვლის გადაწყვეტილება ერთ-ერთი თანამშრომლის სამსხურიდან დათხოვნის გამო მიიღეს. ის ამბობს, რომ ეს საკითხი  სცდებოდა სამსახურებრივ – საქმიან საკითხს და  მორალურ, ეთიკურ ჭრილში გადადიოდა.

სალომე გორგოძე

კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. კერძო ბაღების ხელმძღვანელებსა და აღმზრდელებს დღემდე არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდიდან და რა პირობებით შეძლებენ საქმიანობის განახლებას. მათი თქმით, არსებული გაურკვევლობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, თუ რამდენად მოახერხებენ მომავალში კერძო ბაღები ფუნქციონირებას,- მათ მძიმე ტვირთად აწევთ ფინანსური ვალდებულებები, არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მნიშვნელოვნად შეუმცირდეთ აღსაზრდელების რაოდენობა, ისევე როგორც დაკარგონ კვალაიფიციური ადამიანური რესურსი.

პუბლიკა

თბილისის მერიამ აქტიურად დაიწყო დაუმთავრებელი მშენებლობების განახლების პროცესი. როგორც ამბობენ, ეს შეჩერებული მშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებით ნაკარნახევი საჭიროება იყო, თუმცა ამ დასაბუთების ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანა შესაძლებელია. თბილისის მერიას ყიფშიძის ქუჩის შემთხვევაში შეჩერებული მშენებლობის განახლებისას არ უმსჯელია მთელი რიგი ცენტრალური საკითხების შესახებ.

გიორგი ლობჟანიძე

ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში.

ბასტი მგალობლიშვილი

„ბავშვობაში მეგონა, რომ ვერ მიმიღო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ რეალურად ჩემზე ზრუნავდა. განიცდიდა, რომ ამ გარემოში მომიწევდა ცხოვრება და ნერვიულობდა ჩემს მომავალზე, იმაზეც, რამდენი პრობლემა და დაბრკოლება შეიძლებოდა შემქნოდა“, – ამბობს ლადო.