პუბლიკა

„ჩვენი რეკომენდაციაა, შეიქმნას მულტისექტორალური ჯგუფი, რომელიც ამ გეგმის განხორციელებაზე იქნება პასუხისმგებელი. რომელშიც ჩართული იქნება დაავადებათა კონტროლიც და სხვა უწყებებიც და ერთი წელი ინფუნქციონირებს, რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება ამ გეგმის აღსრულებაზე მონიტორინგი. ასეთი ტიტანური ძალისხმევა, რაც ამ საქმეს სჭირდება, საჭიროებს მიზნობრივ სტრუქტურას“, – ამბობს კაკი ზოიძე.

ზურაბ ჭიაბერაშვილი

როდესაც უპასუხისმგებლო მთავრობა ყავს, ყოველი მოქალაქის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იზრდება: უნდა შევზღუდოთ კონტაქტები, ვატაროთ პირბადე, რაც მთავარია, ავიცრათ და დავიბუსტოთ;

„დამშვიდდით, საშიში მხოლოდ რისკჯგუფისთვის არის“ – კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ასეთი რიტორიკა მედიასა და სოციალურ ქსელებში არაერთხელ შეგხვდებოდათ. „პუბლიკა“ რისკჯგუფში მყოფ ადამიანებსა და ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს ესაუბრა, როგორ აღიქვამენ ისინი მსგავს არაეთიკურ რიტორიკას და რა გავლენას ახდენს ეს მათზე? რადგანაც რესპონდენტები პერსონალურ ინფორმაციაზე საუბრობენ, ჩვენ მათი გვარები დავფარეთ.

სალომე გორგოძე

ბოლო რამდენიმე დღეა  სოციალური ქსელის ერთ-ერთი აქტუალური სადისკუსიო თემა ვაქცინის კომერციალიზაციაა. ერთი მხრივ მსჯელობენ იმაზე, რამდენად რეალურია მსოფლიოში არსებული ვაქცინის დეფიციტის ფონზე კერძო სექტორის ინიციატივის განხორციელება, მეორე მხრივ კი - საუბარია იმ რისკებზე, თუკი კერძო სექტორი ვაქცინას შემოიტანს, ხომ არ გაჩნდება საფრთხე, რომ ვაქცინა, შეხვდება მათ, ვისაც ამის ფინანსური საშუალება აქვს, ყველაზე მოწყვლადი ფენა კი ამ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებს.

გელა კვაშილავა

კოვიდპანდემიამ მსოფლიო შეცვალა. ახალი რეალობის კონტურები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. საქართველო, როგორც მსოფლიოს უამრავი ქვეყანა რეგულაციებისა და შეზღუდვების რეჟიმში ცხოვრობს. ეკონომიკის ყველა სექტორი ხელოვნური სუნთქვის რეჟიმშია, და მთავრობა პერიოდულად ჟანგბადის მიწოდებით ცდილობს, ის სიკვდილს გადაარჩინოს.