COVID-19
ადამიანები ხშირად იკავებენ თავს კოვიდზე აცრისგან, მაგალითად, იმის გამო, რომ წარსულში ჰქონდათ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია. სინამდვილეში კოვიდზე აცრის წინააღმდეგჩვენებას წარმოადგენს მხოლოდ კოვიდის ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარებული მძიმე ალერგიული რეაქცია.
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურს გამოცემა Indiwire აქვეყნებს. დღიურის პირველი ნაწილი რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტს დაწერა. ის დეტალურად აღწერს, როგორ ეგუება თვითიზოლაციას და რომელმა ფილმებმა მოუტანა შვება. იხსენებს ჩაველა ვარგასს, შონ კონერისა და ლუჩია ბოზეს:
ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, ნოემბერში კვლევის კლინიკური ეტაპი, რაც ათასობით მოხალისის ვაქცინაციას გულისხმობს სამმა მწარმოებელმა დაასრულა წარმატებით - Moderna-მ, Pfizer-BioNtech-მა და AstraZeneca-Oxford-მა. ასე ჩანს, ჯერჯერობით მათგან ყველაზე დიდ წარმატებას Pfizer აღწევს, ხოლო ამ სამ ვაქცინას შორის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და AstraZeneca-ის ვაქცინას ეფექტურობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს - საშუალოდ, 70%. თუმცა, თავისი შედარებით დაბალი ეფექტურობის მიუხედავად, AstraZeneca-ს ვაქცინა საქართველოსთვის შესაძლოა, უფრო ხელსაყრელიც იყოს.
როგორ უნდა იმკურნალონ იმ პაციენტებმა, რომლებიც დაავადების მსუბუქი ფორმით ბინაზე რჩებიან, საჭიროა თუ არა ანტიბიოტიკების მიღება კოვიდის დროს და კოვიდის დიაგნოზის შემდეგ უნდა გაგრძელდეს თუ არა იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც ადამიანი ინფიცირებამდე იღებდა? - კოვიდის მქონე პაციენტებში მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე პასუხები ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა მოამზადა.
ეს პორტალია, კარიბჭეა ერთიდან მეორე სამყაროში გადასასვლელად. ჩვენ შეგვიძლია მასში შევიდეთ, თან შევათრიოთ ჩვენი მცდარი აზრებისა და ზიზღის ჩონჩხები, ჩვენი სიხარბე, ჩვენი საბანკო ანგარიშები და მკვდარი იდეები, ჩვენი მკვდარი მდინარეები და კვამლიანი ცა. ან შეგვიძლია მსუბუქად შევიდეთ, მცირე ბარგით, სხვანაირ მსოფლიოზე ფიქრისა და მისთვის ბრძოლისთვის გამზადებულნი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ 20 ოქტომბერს საზოგადოებას ამცნო, რომ საქართველოში „მწვანე პასპორტები“ აუცილებლად ამოქმედდება, თუმცა არ დაუკონკრეტებია როდიდან და რა ფორმით.
საქართველომ 29 აპრილს ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო 100 ათასი დოზა „სინოვაკი“, რომელიც 50 ათას ადამიანზეა გათვლილი. 17 მაისს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ „სინოვაკზე“ რეგისტრაცია კვირის ბოლომდე დაიწყება და მომავალი კვირიდან დაინტერესებული მოქალაქეები ვაქცინის მიღებას შეძლებენ.
როგორ ცნობილია, საქართველო ტურისტებისთვის საზღვრებს 1 ივლისს გახსნის. რომელი ქვეყნებიდან შეეძლებათ ტურისტებს ჩამოსვლა და როგორ შემოწმდებიან საზღვარზე, ამ და ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე ინფორმაციის მისაღებად შესაბამის უწყებებს დავუკავშირდით.
ზუსტად 9 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ჩინეთში, ქალაქ ვუხანში, უცნობი წარმომავლობის პნევმონიის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. აქედან მოყოლებული დღემდე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები პანდემიის დასამარცხებლად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. კვლევების პარალელურად იზრდება ჩვენი, საზოგადოების განსწავლულობაც, რაც პანდემიის დასრულებასთან სულ უფრო მეტად გვაახლოებს.
იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.
„პოსტკოვიდური სინდრომი“ – მდგომარეობა, როდესაც ადამიანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, რიგი სიმპტომები კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. სტატიაში წაიკითხავთ - რა სიმპტომები ახასიათებს სინდრომს, რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და როგორია სახელმწიფოს პოლიტიკა პოსტკოვიდის მართვაში.
„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.