COVID-19
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4140 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის 2400-ზე მეტი პაციენტი ახლა მკურნალობს. შემთხვევების მატებასთან ერთად სექტემბრიდან მსუბუქი პაციენტების ნაწილის საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა დაიწყო. დაიწყო ბინაზე ადაპტირებული მოდელის ჩართვაც. როგორ წყვეტენ მსუბუქია თუ არა პაციენტი და რა შემთხვევაში გააგრძელებს პაციენტი საკარანტინო სივრცეში მკურნალობას? როგორ შეიძლება სახლში მკურნალობა და რას გულისხმობს ის?
„კარანტინი ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდა: სანამ ეს გაგრძელდება, თავზე ჭერიც გვექნება. შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. ამაზე ფიქრიც არ გვინდა. ერთი დღით ვცხოვრობთ“ - ეს სიტყვები კუბელ კაცს ეკუთვნის. ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა ვალენსიაში. კერძო ფონდ Per amor a l'art-ის დაფინანსებულ ცენტრში ცხოვრობს კოლუმბიელი, ნიკარაგუელი და რუმინელი მიგრანტების ოჯახებთან ერთად.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობს მეზობელ ქვეყნებში, სადაც ახალი კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მასშტაბი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოში. ტრანსპორტი სრულად ან ნაწილობრივი დატვირთით მუშაობს ევროპის ქვეყნებშიც. მათ შორის იმ ქვეყნებში, რომლებიც პანდემიის ცენტრი იყო და წითელ ზონად გამოცხადდა.
ჩამოთვლილ ჯგუფებში შედიან: მედპერსონალი; ასევე – ჰოსპიტალიზებული და ამბულატორიული პაციენტები, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები; პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი პირები; თავდაცვის ძალებში; სტაციონარულ ფსიქიატრიული დაწესებულებებში მყოფი პირები; საეკლესიო პირები; მონასტრები და სხვა.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ისეთი მატება შემთხვევების, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება. ამ ამოცანის შესრულების დროს ის მიდგომა კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შეკავებით იზოლაციით ჯაჭვები ვწყვიტოთ და საზღვრები არ გავხსნათ, არამედ რეალურად უნდა ვიცოდეთ, რამდენის მართვა შეგვიძლია უმტკივნეულოდ. რა თქმა უნდა შესაძლებელია დარჩეს ის შეზღუდვები, რომელსაც აქვს მაქსიმალური გავლენა ინფექციის გავრცელებაზე და მინიმალური ეკონომიკის დაზარალებაზე.
დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში პანდემიის შედეგად 2 876 193 ადამიანი მოკვდა. ერთადერთი უნარიანი ბრძოლის ხერხი კი იმისათვის, რომ კვლავ მილიონობით, სხვისთვის და ზოგჯერ ჩვენთვის ძვირფასი, ადამიანი არ დავკარგოთ, ვაქცინაციაა.
როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე მსჯელობა ძალიან აქტუალურია. არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს ეჭვს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი უფრო დიდია. სავარაუდოდ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში არიან ინფიცირებული ადამიანები, რომელთა გამოვლენა სხვადასხვა ფაქტორის გამო რთულია. მათ ინფექცია ან უსიმპტომოდ გადააქვთ ან სიმპტომები ძალიან მსუბუქია.
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები და ცხოველები არიან საზიარო ზოონოზური დაავადებების სახელით ცნობილი ინფექციების მატარებლები, „ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ ცხოველთა პატრონებს აძლევს ოთხფეხა მეგობრებთან კონტაქტის შეზღუდვის რეკომენდაციას გარკვეულ შემთხვევებში, სანამ უკეთ შეისწავლიან კორონავირუსის ტრანსმისირება ადამიანებსა და ცხოველებს შორის.
მსოფლიოში 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი ვაქცინაციაა. კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინამ გასული წლის ბოლოს მიიღო საბოლოო ავტორიზაცია სხვადასხვა მარეგულირებლისგან და მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.
ინფიცირების საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ვაქცინაციის პროცესი მაინც დუნედ მიმდინარეობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებაში არსებული სკეპტიციზმია, რასაც ზოგჯერ აცრასთან დაკავშირებული არასწორი ინფორმაცია უწყობს ხელს.
მსოფლიოში კორონავირუსის გავლენის მასშტაბებს ყოველდღიურად ითვლიან და ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პროფესიული ჯგუფები.