COVID-19
არაერთი ადამიანი ჩივის, რომ მათ ან მათი ოჯახის წევრებს მდგომარეობა გართულდა, მაგრამ დახმარებას ვერ იღებენ. აგვიანებს სასწრაფო დახმარება, ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, საავადმყოფოებში კი ადგილებს ვერ პოულობენ. რამდენი ადგილია საავადმყოფოებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის? ვის უნდა მკურნალობდნენ ჰოსპიტალში? საკმარისია თუ არა საწოლფონდი მძიმე პაციენტების მისაღებად და იმართება თუ არა ის ეფექტიანად?
დეტალური მოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, AstraZeneca-ს ვაქცინით ამცრელები ვაქცინის შედეგად სისხლის სავარაუდო შედედებასთან დაკავშირებულ გვერდით ეფექტზე გაფრთხილებას მიიღებენ. როდის დაიწყო მოკვლევა, ვის და როგორ უვითარდება თრომბებთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტი და რა უნდა იცოდნენ მოქალაქეებმა:
ამერიკის შეერთებულ შტატებში ამჟამად, საგანგებო გამოყენებისთვის ორი ვაქცინაა ავტორიზებული - „ფაიზერ-ბიონტექისა“ და „მოდერნას“ წარმოებული ვაქცინები. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და დიდ ბრიტანეთში ამ ორი ვაქცინის გარდა, დამტკიცებულია „ოქსფორდ/ასტრაზენეკას“ ვაქცინაც.
კვლევის მიგნებების ჩამონათვალი ვრცელია. ძირითად ნაწილში საუბარი იყო დისტანციური სწავლების დანერგვის ნაწილში გამოცდილების არქონის გამო გამოწვეულ სირთულეებზე. ერთ-ერთი მთავარი ბარიერი, რესპონდენტების თქმით, ინტერნეტზე წვდომა იყო.
პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ისიც, საინფორმაციო ვაკუუმის ფონზე გაჩნდნენ „ინფლუენსერები“ სოციალურ მედიაში, რომლებიც ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ვაქცინაციის პროცესისათვის დამაზიანებელ ყალბ შეხედულებებს ავრცელებენ.
ეს საკმაოდ შემაშფოთებელი აღმოჩენაა. როგორც ჩანს, რაც ახლა ხდება, თაობათა განმავლობაში ხდებოდა წარსულში. ჩვენი კვლევის მთავარი მიგნების თანახმად, თუ არ მივაღწევთ ვაქცინაციის მაღალ პროცენტს, პანდემია მრავალი თაობის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.
როდესაც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვგულისხმობთ შეზღუდვებს კონტრაცეფციაზე, დედათა ჯანმრთელობის სერვისებზე (ორსულობა, მშობიარობა), მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, აბორტზე, აივ/შიდსის და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სამკურნალო და დიაგნოსტიკურ, ასევე სხვა არაერთი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისზე.
რა რესურსები აქვს ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს პანდემიის სამართავად? კორონავირუსის ყოველდღიური მზარდი დადასტურებული შემთხვევების კვალდაკვალ, რამდენი კლინიკა, საწოლი, სასუნთქი აპარატი და ექიმია მობილიზებული პანდემიის სამართავად? რა რესურსის მობილიზებაა შესაძლებელი კერძო სექტორიდან?
ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის მცდელობებს გაუქმებული ფესტივალებისა და დარღვეული კულტურული კავშირების სწრაფი აღდგენის შესახებ.
საქართველოში კი ბუსტერი დოზის რეგისტრაციამდე ვაქცინების ე.წ. ჩანაცვლება დაიწყო, თუმცა იმუნოლოგები ამბობენ, რომ ჩანაცვლებას სხვა დანიშნულება აქვს და ურჩევენ მოსახლეობას, როგორც ბუსტერი, ისე არ გამოიყენონ. რა არის ბუსტერი და რით განსხვავდება ჩანაცვლებისგან, როდის და ვინ უნდა აიცრას დამატებით, კორონავირუსის წინააღმდეგ?
ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობამ მოსახლეობისთვის შიდაიზოლაცია დააწესა – თუმცა, ეთიკურად განხილული, არის კი ის, მართლაც, გამართლებული? ამჟამად ვირუსოლოგიის იმპერატივი დომინირებს პოლიტიკაზე: ყველა ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული, რათა შემდგომი ინფიცირება აღარ მოხდეს. ეს იმპერატივი კი არ ითვალისწინებს სხვა მრავალ ალტერნატიულ მოთხოვნას (და გვერდით ეფექტს).