COVID-19
საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დაშვება არარეალურია, რადგან საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის და შეუძლებელია, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელიც დაავადდა ან ახლაც დაავადებულია კორონავირუსით და მას ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავდეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა რისკ-ჯგუფების პირველ რიგში აცრას ითვალსიწინებს. ქვეყანა არა მხოლოდ ჩამორჩა გეგმით გათვალისიწინებულ ვადებს (გეგმის გადახედვის აუცილებლობაზე საუბარი უკვე დაიწყო), არამედ სრულიად აცდა იმ პრიორიტეტებს, რაც მასში თავიდან იდო.
ლიბერალური დემოკრატიების უმრავლესობამ მოსახლეობისთვის შიდაიზოლაცია დააწესა – თუმცა, ეთიკურად განხილული, არის კი ის, მართლაც, გამართლებული? ამჟამად ვირუსოლოგიის იმპერატივი დომინირებს პოლიტიკაზე: ყველა ადამიანი უნდა იყოს იზოლირებული, რათა შემდგომი ინფიცირება აღარ მოხდეს. ეს იმპერატივი კი არ ითვალისწინებს სხვა მრავალ ალტერნატიულ მოთხოვნას (და გვერდით ეფექტს).
სამხრეთ აფრიკელი ეპიდემიოლოგების კვლევის თანახმად, ომიკრონის უნარი თავი აარიდოს ბუნებრივ იმუნიტეტს უფრო მაღალია ვიდრე წინამორბედი შტამების. ომიკრონის შემთხვევაში რეინფიცირების რისკი 2.5 ჯერ უფრო მაღალია ვიდრე დელტას შემთხვევაში.
ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი ვაქცინის გამოყენებაზე ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) 29 იანვარს გასცა ნებართვა. ვაქცინა ევროკავშირის მასშტაბით ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის დაუშვეს.
ოქსფორდის ვაქცინა ჩამორჩება Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებს, რომელთა ეფექტურობამაც კვლევების მესამე ფაზის პირველადი შედეგით 95%-იანი ეფექტი აჩვენა. მიუხედავად ამისა, ოქსფორდის ნაწარმი გაცილებით იაფია, ასევე მისი შენახვა და გადაზიდვა წინამორბედი კომპანიების ვაქცინებზე უფრო მარტივია.
გვეუბნება, რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააშიშვლა ის პრობლემები, რაც ამ სფეროს წარმომადგენლებს მანამდეც ჰქონდათ. ახლა სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ის გაზაფხულის შემდეგ უმუშევარია, მისი ყოფა გაუსაძლისია. არის იპოთეკით დაზარალებული, არ აქვს საცხოვრებელი, ხშირად იცვლის ბინას, რადგან ვერ იხდის ქირას. ბოლო ჰონორარი კი - 45 ლარი - მაისში აიღო.
2020 წლის მაისში ჭანგ ჭანი უბრალოდ გაქრა და წლის ბოლომდე მის ადგილსამყოფელს ვერავინ მიაკვლია. როგორც მოსალოდნელი იყო, ის პოლიციამ დააკავა. ჟურნალისტს პროვოცირებით ჩხუბის გამოწვევა ედებოდა ბრალად. სასამართლოზე ჭანი ეტლით შეიყვანეს, რადგან ფეხზე დგომა აღარ შეეძლო.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით უამრავი კითხვა ისმის, მაგრამ უმთავრესი საკითხი - როგორ ვმკურნალობთ კლინიკებში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს, როგორ ხდება ამის შეფასება, ვის მიერ და რა ვიცით ამ პროცესის შესახებ, ჯერ კიდევ ღიად რჩება.
საზოგადოებას აღარ სჯეროდა, რასაც მთავრობა ამბობდა. უკვე იმ დროისთვის, როცა მთავრობა იძულებული გახდა ბოლომდე გამჭვირვალე ყოფილიყო, ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. იმ დროისთვის ვირუსი მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული.
კორონავირუსით ინფიცირების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი წუხს და საუბრობს გადატვირთული საავადმყოფოების, მუდმივად დაკავებული 112-ისა და ექიმთან კონსულტაციისთვის მომლოდინეთა უსასრულო რიგის შესახებ. „პუბლიკა“ გთავაზობთ იმ ონლაინრესურსების შესახებ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა დაგეხმაროთ Covid-19-თან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის მიღებაში.
ონლაინსწავლებაზე პედაგოგების მონათხრობ ისტორიებს ბევრი საერთო აქვს. თითოეული მათგანის გამოცდილებიდან მოისმენთ ისტორიებს ტექნიკურ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებოდნენ მოსწავლეები და მასწავლებლები სწავლებისას. ისტორიებს ბავშვებზე, რომლებიც იმის გამო, რომ ონლაინსწავლებაში ვერ ერთვებოდნენ და ოჯახის მხარდაჭერა არ ჰქონდათ, ჩამორჩნენ სასწავლო პროგრამას და დამატებით მუშაობას საჭიროებენ.