COVID-19
„ჩვენ ყველამ, როგორც ინდივიდებმა, საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ პასუხიმგებლობა. მთავრობა ყველაფერს ვერ დაარეგულირებს და აკრძალავს. ეს საღი აზრისა და კარგი მანერების საკითხია“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა, სტეფან ლევენმა და ქვეყანაში 50 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალა. მხოლოდ ეს 3 წინადადება აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ შვედეთში კარანტინი არ გამოცხადებულიყო.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ არ მივიღოთ ისეთი მატება შემთხვევების, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუმკლავდება. ამ ამოცანის შესრულების დროს ის მიდგომა კი არ უნდა გამოვიყენოთ, რომ შეკავებით იზოლაციით ჯაჭვები ვწყვიტოთ და საზღვრები არ გავხსნათ, არამედ რეალურად უნდა ვიცოდეთ, რამდენის მართვა შეგვიძლია უმტკივნეულოდ. რა თქმა უნდა შესაძლებელია დარჩეს ის შეზღუდვები, რომელსაც აქვს მაქსიმალური გავლენა ინფექციის გავრცელებაზე და მინიმალური ეკონომიკის დაზარალებაზე.
საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო მასშტაბებზე საჯარო დისკუსიებში მონაწილეთა მოსაზრებები ორად იყოფა. ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ეს დაშვება არარეალურია, რადგან საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელებული არ არის და შეუძლებელია, ქვეყანაში იყოს ბევრი ადამიანი, რომელიც დაავადდა ან ახლაც დაავადებულია კორონავირუსით და მას ჯანდაცვის სისტემა ვერ ხედავდეს.
ეს პორტალია, კარიბჭეა ერთიდან მეორე სამყაროში გადასასვლელად. ჩვენ შეგვიძლია მასში შევიდეთ, თან შევათრიოთ ჩვენი მცდარი აზრებისა და ზიზღის ჩონჩხები, ჩვენი სიხარბე, ჩვენი საბანკო ანგარიშები და მკვდარი იდეები, ჩვენი მკვდარი მდინარეები და კვამლიანი ცა. ან შეგვიძლია მსუბუქად შევიდეთ, მცირე ბარგით, სხვანაირ მსოფლიოზე ფიქრისა და მისთვის ბრძოლისთვის გამზადებულნი.
მსოფლიოში კორონავირუსის გავლენის მასშტაბებს ყოველდღიურად ითვლიან და ნეგატიური შედეგების აღმოსაფხვრელად, მიზანმიმართულ ნაბიჯებს დგამენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე პროფესიული ჯგუფები.
როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებზე მსჯელობა ძალიან აქტუალურია. არაერთი კვლევა ჩატარდა, რომელიც ადასტურებს ეჭვს, რომ ვირუსის გავრცელების მასშტაბი უფრო დიდია. სავარაუდოდ, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში არიან ინფიცირებული ადამიანები, რომელთა გამოვლენა სხვადასხვა ფაქტორის გამო რთულია. მათ ინფექცია ან უსიმპტომოდ გადააქვთ ან სიმპტომები ძალიან მსუბუქია.
„კარანტინი ჩვენთვის მომგებიანი აღმოჩნდა: სანამ ეს გაგრძელდება, თავზე ჭერიც გვექნება. შემდეგ რა იქნება, არ ვიცით. ამაზე ფიქრიც არ გვინდა. ერთი დღით ვცხოვრობთ“ - ეს სიტყვები კუბელ კაცს ეკუთვნის. ის წელიწად-ნახევრის წინ ჩამოვიდა ვალენსიაში. კერძო ფონდ Per amor a l'art-ის დაფინანსებულ ცენტრში ცხოვრობს კოლუმბიელი, ნიკარაგუელი და რუმინელი მიგრანტების ოჯახებთან ერთად.
ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ევროკავშირის მცდელობებს გაუქმებული ფესტივალებისა და დარღვეული კულტურული კავშირების სწრაფი აღდგენის შესახებ.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვიდან 10 დღის შემდეგ შემთხვევათა დღიური ზრდის ტემპი ორჯერ შემცირდა და ამის შემდეგ ეპიდემია ნელა ვრცელდება, რაც მნიშვნელოვანია დროის მოგებისა და ეპიდემიის პიკის გადავადების მხრივ. „პუბლიკა“ ორგანიზაციის პრეზიდენტ გიორგი გოცაძეს ესაუბრა.
ესპანელი კინორეჟისორის, პედრო ალმოდოვარის დღიურის მესამე ნაწილს ბრიტანული კინოს ინსტიტუტი (BFI) აქვეყნებს. დღიურის წერა რეჟისორმა თვითიზოლაციაში, 23 მარტიდან დაიწყო. მესამე ნაწილში ალმოდოვარი განიხილავს ლიტერატურას და მკითხველს კარანტინში საკითხავ წიგნებსა და ფილმებს ურჩევს.
იმ ღამით ვიცოდი, რომ მომდევნო დღეს გარეთ გასვლას შევეცდებოდი; თავი ისე ვიგრძენი, თითქოს წინასწარ განზრახული დანაშაულის ჩადენას ვაპირებდი. იმ ადამიანივით ვიყავი, აკრძალული სიამოვნების მორევში გადაშვება რომ განუზრახავს და თავს ვერ შველის. იაფფასიან ლიტერატურასავით კი ჟღერს, მაგრამ მე შინაპატიმრობის ეფექტს ვაბრალებ.
საზოგადოებას აღარ სჯეროდა, რასაც მთავრობა ამბობდა. უკვე იმ დროისთვის, როცა მთავრობა იძულებული გახდა ბოლომდე გამჭვირვალე ყოფილიყო, ეს უკვე დაგვიანებული ნაბიჯი იყო მათი მხრიდან. იმ დროისთვის ვირუსი მოსახლეობაში ფართოდ იყო გავრცელებული.