პუბლიკა

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მრავლობითი საფრთხეების მართვა და შესაბამისი სისტემური მიდგომების შემუშავება ახალია როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. საქართველომ, საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით, საკმაოდ შესამჩნევ პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით. თუმცა, ახალი სისტემების დანერგვა და ამოქმედება ჯერ კიდევ სამომავლო პერსპექტივაა.

პუბლიკა

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ შეფასებით, პროექტის გზშ-ის დოკუმენტი არ მოიცავს მთელი რიგი საკითხების შესახებ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენა სავალდებულოა გარემოსადცვითი შეფასების კოდექსისა და პროექტზე გაცემული სკოპინგის დასკვნის თანახმად

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის“ ანუ „საბუკო“ ჭაჭუნას აღკვეთილში უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. მათ 2019 წლიდან აღკვეთილისთვის მდინარეების, ჭალის ტყეების და მიმდებარე ტერიტორიების აღდგენის პროექტი დაიწყეს.

კოლხეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია თავისი ლანდშაფტით და ჰაბიტატებით, თუმცა, ამავდროულად არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მკვლევართა ჯგუფი საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ორი წელია ადგილობრივ ეკოსისტემას და მის გარშემო წარმოქმნილ პრობლემებს იკვლევს. როგორ სწავლობენ ადგილობრივ ეკოსისტემას, რა მონაცემებს იღებენ მკვლევრები და რატომ არის მიმდინარე კვლევა ხალხისთვის მნიშვნელოვანი?

ქრისტინე მუჯირი

„ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი განცხადების მიხედვით, თუკი რამე სასარგებლო იყო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც 2 წლის წინ მიიღეს, ყველაფერს შლიან და გვაბრუნებენ წარსულში, როდესაც ყველაფრის მშენებლობა დაშვებული იყო. ეს არის ძალიან მძიმე ანონსი“

პუბლიკა

საქართველოში ლეოპარდი 2009 წლის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა, მას შემდეგ, რაც ვაშლოვნის დაცულ ტერიტორიებზე მისი ბოლო ნაკვალევი იპოვეს. ორგანიზაციის ამ სიახლეს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც აღმოჩნდა, მოქალაქეთა ნაწილს ჯიქი რქოსანი ცხოველი ეგონა და  ბევრი აღნიშნავდა, რომ მათ ფოტოს გავრცელების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ჯიქი იგივე პანტერაა.

პუბლიკა

მიმდინარე საარჩევნო დებატებში პრაქტიკულად არსად ფიგურირებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ რა ღონისძიებებს დაუწერს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, არადა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური საკითხია. იმედია პოლიტიკური ძალები მომავალში გაითვალისწინებენ მოსახლეობის განწყობებს აღნიშნული საკითხის მიმართ.

მეცხვარეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია. ცხვარიც ადგილობრივი სახეობისაა, რომელსაც უკვე საუკუნეებია მწყემსავენ. მაგრამ შეუძლია თუ არა მას წარმატებულ ბიზნესსექტორად იქცეს? როგორ გაუძლო პანდემიას მეცხვარეობა, რა პერსპექტივა აქვს ცხვრის ყოლას საქართველოში, არის თუ არა განვითარებადი ბიზნესი თუ მილევის, გაქრობისთვის განწირულ ტრადიციად დარჩა?

რეკლამა

საქართველოს ბანკი CNF-ის (Cavcasus Nature Fund) დახმარებით 11 დაცული ტერიტორიის მხარდაჭერას უკვე 10 წელია ახორციელებს. ესენია: ბორჯომ-ხარაგაული, ლაგოდეხი, თუშეთი, ვაშლოვანი, მტირალა, ჯავახეთი, ყაზბეგი, ალგეთი, კინტრიში, ფშავ-ხევსურეთი და მაჭახელა.

ქრისტინე მუჯირი

გარემოზე მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი 2022 წლის 1 ივლისიდან ვალდებული იქნება, რომ აღადგინოს დაბინძურებული გარემო პირვანდელ ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ  მდგომარეობამდე.  ამას ითვალისწინებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ახალი კანონი, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე მომზადდა. ახალი კანონი „დამაბინძურებელი იხდის“ პრინციპს ეფუძნება.

ქრისტინე მუჯირი

გეომორფოლოგის თქმით, მსგავსი მასისგან შესაძლოა მეწყერი თავად არ განვითარდეს, მაგრამ თუ ადამიანი ჩაერევა, გაიყვანს გზას, გაჭრის არხს და ააგებს შენობებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მასა წონასწორობას დაკარგავს და საინჟნრო საქმიანობა გახდება  მაპროვოცირებული მეწყრული პროცესების დაწყებისთვის, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

სოფო აფციაური

დედოფლისწყაროში, ჭაჭუნის აღკვეთილის ზამთრის საძოვრებზე ფერმერებს ცხვრის გამოსაკვებად სულ უფრო მეტი დამატებითი საკვები სჭირდებათ. კლიმატის ცვლილება და ჭარბი ძოვება საძოვრების დეგრადაციის მთავარი მიზეზია, ამბობენ ადგილზე მომუშავე სპეციალისტები.

  • 1
  • 2