ღვინო
ახლაც, ამ სტატიის შესაკრავად და დასასრულებლად ქვევრიდან ცოტაოდენი ჩვილი კრახუნა ამოვიღე, შარშან დაყენებული. ჭიქაში 100 გრამამდე ღვინო იქნება. იგი ჯერ სულ რაღაც 4 თვისაა. ცივია, ხელებში ვათბობ და ვცდილობ გავიგონო რას ამბობს ეს ღვინო
მიუხედავად ამისა, 1960 წლისთვის გურია ვენახის განვითარების პოტენციური შესაძლებლობებით საქართველოში მესამე ადგილზე იყო (541.9%-ით ზრდის შესაძლებლობით). თანაც, ეს ისე იყო დათვლილი რომ ვაზს ჩაისა და ციტრუსისთვის მეტოქეობა არ გაეწია.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გაშენებული ქართული ვაზის ვენახებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ვენახი კალიფორნიაში, ცნობილ ნაპაველზეა გაშენებული. ეს ვენახი დაახლოებით 50 ჰექტარზეა და მთელი ეს ფართობი კახურ რქაწითელს უჭირავს.
მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ 2020 წელი ქართული მეღვინეობისათვის აუცილებლად საინტერესო წელი იქნება და, დარგში არსებული პრობლემების მიუხედავად, მოლოდინი მაინც დიდია.
მყვინთავებსა თუ რიგით ადამიანებს არერთხელ აღმოუჩენიათ ზღვის ფსკერზე დამარხული ძველი ღვინოები, რომლებიც ან გემების ჩაძირვის შემდეგ გასული მრავალი წლის მიუხედავად გადარჩა, ანდა კონკრეტულმა ადამიანებმა შეინახეს/გადამალეს, მერე გადაავიწყდათ და ამით დიდი სიურპრიზი გაუკეთეს შემთხვევით მპოვნებლებს.
ღვინო აღარ იყიდება, დიდხანს იცდის მარანში, სარდაფში, თაროებზე, ქვევრებში, ცისტერნებში. და ვიწყებთ ფიქრს, თავს ვეუბნებით, არ გაიყიდება და ნუ გაიყიდება, შევინახავ, დავაძველებ, მეტი დამრჩება, 10-ის ნაცვლად იქნებ 20 ყუთიც გადავდო.
საქართველოში კურორტებზე ღვინოს ყოველთვის განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ. თუმცა, ცხადია, ამ მხრივ ზაფხულის კურორტები უნდა გამოვარჩიოთ, რადგან კარგად იცით, რომ ზამთრის კურორტებზე უმეტესად არაყს და ზოგადად მაგარ სასმელებს ენიჭება უპირატესობა.
მევენახეობა-მეღვინეობაში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას რაც პირველყოვლისა უნდა გავმიჯნოთ, ესაა მცირე მარნები და დიდი კომპანიები. პრობლემები ორივეგანაა, თუმცა დიდი კომპანიები, როგორც წესი, სოლიდურად ბევრი ადამიანის დამსაქმებლები არიან (რაც ცხადია ძალიან კარგია) და მათთვის უსაფრთხოების საკითხები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როდესაც შედიხართ რესტორანში ან ღვინის ბარში და გსურთ, რომ მარტო 2–3 ჭიქა ღვინო დალიოთ, თუკი დარწმუნებული არ ხართ, რომ ძალიან გამორჩეული ახალი ღვინო არ აქვთ, უმჯობესია საქმე გაიმარტივოთ და ვარდისფერი ღვინო შეიძინოთ, რომლებიც, როგორც წესი, არ გაგიცრუებთ იმედებს.
არასწორი და უსამართლოა რეტროგრადული მოსაზრება, რომ კახეთის მეღვინეობისთვის საბჭოთა კავშირის წლები მთლიანობაში თითქოს დადებითაც უნდა შეფასდეს.
უკრაინა დღემდე იბრძვის ყირიმის ვენახებისა და უძველესი მარნების დასაბრუნებლად, თუმცა ოკუპაცია წლიდან-წლამდე შეუქცევად ხასიათს იღებს. არადა, ყირიმის ტერიტორიაზე მეღვინეობა სათავეს ჯერ კიდევ ელინური ეპოქიდან იღებს და დღემდე გრძელდება.
მთავარია იყოს სურვილი, ხარისხიანი სასმელის არჩევის ხალისი და კორონავირუსის დროსაც კი შეიძლება ადამიანმა მაგალითად ღვინოში რაღაც მისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩენები გააკეთოს. ღვინო კი როგორც იცით სწორედ დიდი აღმოჩენების წყაროა!
- 1
- 2