კულტურა
Icomos-ის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოქვეყნა ანგარიში, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით საფრთხეში მყოფი ძეგლების სიას. ანგარიშში ასახულია 2016-2019 წლებში მსოფლიოს 23 ქვეყნის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები, მათ შორის საქართველოდან. ესენია - ბათუმის ურბანული მემკვიდრეობა, ხადას ხეობა და დავით - გარეჯის სამონასტრო კომპელექსი.
სხვათა შორის, სოფი ლორენმა კარიერაში პირველი „ოსკარი“ 1961 წელს მიიღო, რეჟისორ ვიტორიო დე სიკას ფილმში "ჩოჩარა" შესრულებული როლისთვის, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროის იტალიაზე მოგვითხრობს.
სხვათა შორის, ვენეციის 2012 წლის კინოფესტივალის დამთავრების შემდეგ, სეულში, რეჟისორის ბინაში მისულმა პოლიციამ მას ბრალი წაუყენა ფილმის გადაღებისას ქალთა მიმართ ძალადობაში. თუმცა, თავად მსახიობმა ეს ფაქტი რეჟისორის დავალებითა და სცენარში მოთხრობილი ეპიზოდით ახსნა.
„დიოგენე“ ნოემბერში 25 წლის გახდა. „პუბლიკა“ გამომცემლობის ხელმძღვანელს თამარ ლებანიძეს ესაუბრა განვლილ წლებზე, სირთულეებსა და სამომავლო გეგმებზე. წელს გამომცემლობამ მკითხველს არაერთი პროექტი შესთავაზა. მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსი, რომელიც სხვადასხვა პირობებითა და ნომინაციებით აქამდე 5-ჯერ გაიმართა. ამ კონკურსის გამარჯვებულები ჟიურიმ დღეს, 10 დეკემბერს გამოავლინა. გამაჯვებულთა ნამუშევრები კრებულის სახით გამოიცემა.
ასეა თუ ისე, „სიმონ ბოკანეგრას“ წარმატებულ პრემიერაში საკმაო წვლილი შეიტანა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ, რომელიც უკვე კარგა ხანია ევროპის ცნობილ საოპერო სცენებს იპყრობს. ხოლო ამას წინათ, შორეულ ავსტრალიაში, სიდნეის ცნობილ საოპერო სცენაზე, ჟორჟ ჟერმონის პარტია შეასრულა ვერდის „ტრავიატაში“.
80-იანი წლების ბოლოს, „შაუბიუნე“ ჩეხოვის რეპერტუარით მოსკოვში საგასტროლოდ ჩავიდა, სადაც გრანდიოზული წარმატება ხვდა წლად, ხოლო იუტა ლამპე ერთ-ერთ საუკეთესო დრამატულ მსახიობად აღიარეს. არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია მისი როლები კინოში. განსაკუთრებით მარგარეტ ფონ ტროტას ფილმებში „დები, ანუ ბედნიერების ბალანსი“ (1979) და „ტყვიის დროება" (1981). ფილმი „ტყვიის დროება“ მართლაც გამორჩეულია მსახიობის ბიოგრაფიაში, რომელიც ცნობილი მემარცხენე ტერორისტის, გუდრუნ ენსლინის (ამ როლს ბარბარა ზუკოვა თამაშობს) დას, ჟურნალისტ იულიანას განასახიერებს.
გელათის მონასტერში ხარვეზით ჩატარებული საკონსერვაციო სამუშაოები უკვე დიდი ხანია საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების ყურადღების ქვეშ მოექცა. ზამთრის დადგომასა და ამინდის გაუარესებასთან ერთად საზოგადოება ელოდებოდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ობიექტები დროებითი გადახურვის ქვეშ სრულად მოექცეოდა.
ანანო ცინცაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტი მხოლოდ ბიზნესინტერესზეა მორგებული და საჯარო ინტერესი უგულვებელყოფილია. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ გარდა ისტორიული ღირებულებისა, კინოთეატრი „რუსთაველი“ მნიშვნელოვანი საჯარო სივრცეც არის.
დაახლოებით, 1831 წელს, სიდალებს ისე ძლიერ გაუმწვავდათ ფინანსური კრიზისი, ოჯახი იძულებული შეიქნა, საცხოვრებლად გადასულიყო დედაქალაქის სამხრეთ ნაწილში, თემზის სამხრეთ სანაპიროზე გადაშლილ საუთვარქის რაიონში, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სულაც არ იყო ჰატონ-გარდენივით თვალწარმტაცი.
რომან ვიკტიუკი დაიბადა 1936 წელს ლვოვში. 1956 წელს, „გიტისის“ (მოსკოვის თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტი) დამთავრების შემდეგ, მუშაობდა ლვოვის, კიევის, ვილნიუსის თეატრებში. 70-იან წლებში კი ლიტვის რუსულ დრამატულ თეატრში მთავარ რეჟისორად.
ერეკლე წულაძის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დადგმული - ჩინეთში, იაპონიაში, ისრაელში, ამერიკაში, კანადაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, იტალიშია, ყაზახეთში თუ ბალტიის ქვეყნებში. ისინი როგორც კერძო გალერეებსა თუ კოლექციებში, ასევე ცნობილი სასტუმროების გარე და შიდა ინტერიერებშია განთავსებული.
ნეონის განათებით შემოფარგლული სივრცე-ჯოჯოხეთი, რომელშიც მხოლოდ ქვიშა და სამიოდე სკამია, არ ტოვებს ადგილს გულწრფელი აღსარებისთვის. რეჟისორი კარგად იყენებს საცხენოსნო მანეჟის სივრცეს, ქვიშას, ეკრანულ პროექციას და ღამის უდაბნოდ უფრო წარმოაჩენს ჯოჯოხეთს, რომელსაც გარს უსიტყვო მსახური (სპექტაკლში რატომღაც ბაყაყად გადაქცეული მოხეტიალე მოგზაური თუ მთესველი) უვლის გარსს.