კულტურა
რამდენიმე დღეში 20-იანი წლები დაიწყება. „პუბლიკამ“ 26 ქართველი კინომცოდნე გამოკითხა ქართული კინოს გასული ორი ათწლეულის შესაჯამებლად. კინომცოდნეებს ვთხოვეთ, შეედგინათ 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ქართული ფილმის საკუთარი სია. გთავაზობთ გამოკითხვის დაჯამებულ შედეგებს.
ამ კითხვებს თავისი მკვლევარ-მძევლები ჰყავს განსაკუთრებით ძველ და გამოცდილ არტისტულ ელიტაში, რომლებმაც გაცვეთილი მითების დაკემსება ვერაფრით შეძლეს. გასული წლის ბოლოს, „ხელოვნების მოღვაწეებმა“ განათლებასა და სპორტს უშნოდ „მიკერებული“ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს და წერილობით მიმართეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ფესტივალის ბოლო დღეები ისევ უცხოელ თეატრალურ დასებს დაეთმობათ, რომელთა წარმოდგენები ბათუმის თეატრის დიდ და მცირე სცენაზე გაიმართება. ფესტივალი კი 20 დეკებერს იტალიური თეატრის „ნო გრავიტის“ მიერ დადგმული „ღვთაებრივი კომედიით“ დასრულდება. დანტეს შედევრს რეჟისორი ემილიანო პელიზარი ყოვლად არაღვთაებრივი ხერხებითა და ტექსტის გარეშე გაუსწორდა. თუ როგორ, ამაზე სხვა დროს...
ფილმში სიღარიბე არც ესთეტიზებულია და არც დრამატიზებული. ავტორი არ ცდილობს, რომ მაყურებელს ვინმე შეაცოდოს, ის უბრალოდ ჰყვება ამბავს, ისეთს, როგორიც ის არის; 80-ევროიან ბაყაყებზე, მეზობლის ბიჭზე (სურსათის დაჟანგულ მაღაზიასთან შებინდებისას თემოს გულს რომ გადაუშლის), სასადილოში ღვთისმშობლის ხატზე და გლდანის ბავშვთა სახლის ზეიმზე.