კულტურა
შეიძლება ითქვას, რომ „კაფე მიულერში“ ეს არის თანამედროვე ცეკვის დადგმებისა თუ კლასიკური ბალეტების ახალი ვერსიების შესახებ წიგნის შექმნის ერთ-ერთი პირველი მცდელობაა, რომელიც ქრონოლოგიურად გვიჩვენებს ცეკვის განვითარების თანამედროვე გზას.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, კინომოყვარულთათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა - დასრულდა. მართალია, კულტურის სამინისტრო ვერ თუ არ ხედავს ამ ღონისძიების მნიშვნელობას (რაც დაფინანსებაზე უარში გამოიხატა), თუმცა მაყურებლის სიმრავლე და პროგრამების მრავალფეროვნება რიგით 23-ე ფესტივალის წარმატებულობის დასტური იყო.
გამოხდა ხანი და ზედაგვიანებით, 2022 წლის დეკემბერში, ქოცურ-ტროლურმა მედიამ „მიაკვლია“ სპექტაკლის ჩანაწერს - ვიდეოს, სადაც კახა კინწურაშვილისა და თორნიკე გოგრიჭიანის გმირები ერთმანეთს კოცნიან. დაურთო მას ამაზრზენი, ფსევდომორალური კომენტარები, რასაც სინამდვილეში, სრულიად მიზანმიმართული ჰომოფობიური და პოლიტიკური შინაარსი ჰქონდა.
ქალაქ ორჰუსში, რომელიც დანიის უძველესი ქალაქია, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი მეორეა კოპენჰაგენის შემდეგ, ყოველი წლის ოქტომბერში პიანისტთა საერთაშორისო ფესტივალი იმართება. დიახ, ფესტივალი და არა კონკურსი, რაც ორგანიზატორების მთავარი პრინციპია. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი დანიის სამეფო მუსიკალური საზოგადოების მხარდაჭერით იმართება.
საუბარია 2022 წლის მაისში საპატრიარქოს მოწვევით ჩამოსულ 4 სპეციალისტზე, რომელთა ვიზიტის მთავარი მიზანი გელათის კედლის მხატვრობის რესტავრაციასთან დაკავშირებული სამუშაოების გაცნობა და რეკომენდაციების მომზადება იყო.
ოზურგეთის თეატრის გასტროლები დასრულება 8 ნოემბერს გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში. წარმოდგენილი იქნება რეჟისორ კაპანაძის სპექტაკლი „გურიის უკანაკნელი დედოფალი“.
„ის, რაც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ამ რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად, მხოლოდ ქაღალდზეა დაწერილი და სინამდვილეში რეპრესიაა. ეს არის კლასიკური ტიპის მოღალატეობრივი ქმედება სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ აზნაურაშვილის მხრიდან. ისე იქცევა, როგორც საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი“.
„პემზა ბლოკის გამოყენება გულისხმობს ძეგლის დაზიანებასა და განადგურებას, ძველი ფენები განადგურდება. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რა დოზით გამოიყენეს რკინა-ბეტონი. ბეტონი რაღაცას ხომ უნდა ეყრდნობოდეს?.
ჩილელი წარმოშობის რეჟისორი პაბლო ლარაინი, რომელმაც წარმატებით აითვისა ჰოლივუდის სტანდარტები და განწყობები, იწყებს ბიოგრაფიული ფილმის გადაღებას სახელწოდებით „მარია“. ცნობილი ჟურნალი Variety წერს, რომ „რეჟისორი გააცოცხლებს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერლის, მარია კალასის პარიზული ცხოვრების მღელვარე და დრამატულ ეპიზოდებს, სადაც ის 1977 წელს, 53 წლის ასაკში გარდაიცვალა“.
საერთოდ, ანიმაციური თუ მექანიკური თოჯინების შემოყვანას სცენაზე და შემდეგ მათი გაცოცხლებას, ბევრ კლასიკურ წარმოდგენაში, ოპერაში თუ ბალეტში ვხვდებით. მაგალითად, შეგვიძლია გავიხენოთ ბალეტები „კოპელია“, „პეტრუშკა“ და ოფენბახის ოპერა „ჰოფმანის ზღაპრები“. ნებისმიერ შემთხვევაში, თოჯინების გაადამიანურება სცენაზე მაინც უცნაური,ზოგჯერ შემაშფოთებელი და ზოგჯერ სიურრეალისტურია.
რესპონდენტებმა ბარათების გამოყენებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების შესაძლო მიზეზებზე საუბრისას გაიხსენეს ICOM-ის ბოლო ყრილობა, რომელსაც ხელოვნების სასახლის თავმჯდომარეც ესწრებოდა. მათი თქმით, კალანდიამ ყრილობაზე მთელი რიგი პრეტენზიები წამოაყენა, რის გამოც ყრილობა ხმაურისა და კამათის ფონზე წარიმართა.
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ყველაზე მძაფრი და ანტიმილიტარისტული გზავნილი უკრაინული დასის, „დახ დოთერსისა“ და ნორმანდიის ნაციონალური თეატრის კოპროდუქციას - „სიკვდილის როკვას“ უკავშირდება.