მეცნიერება

5G ფიჭური უკაბელო ქსელის მეხუთე თაობა გახლავთ. ეს ტექნოლოგია ჩვენს მომავალს კარდინალურად შეცვლის – ინტერნეტის სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზრდება და კომუნიკაცია უფრო უხარვეზო გახდება. 5G-ს დახმარებით შესაძლებელი იქნება დისტანციური ქირურგიული ოპერაციები და ავტომობილების უპილოტო მართვა.

აიცერით! თუ უკვე აცრილი ხართ, წაახალისეთ თქვენი ოჯახი, მეგობრები და მეზობლები, რომ აიცრან. ვაქცინაცია შეანელებს ყველა შტამის გავრცელებას და ამცირებს იმის ალბათობას, რომ კიდევ უფრო სახიფათო შტამი წარმოიქმნას. 

დიმიტრი ლიპარტელიანი

კორონავირუსის ვაქცინის პირველი კლინიკური კვლევიდან 7 თვის თავზე ჩვენთვის ბევრი რამ უფრო ცხადი გახდა. ყველა იაზრებს, რომ სასწორზე პანდემიის დასრულება დევს და ახლა დაშვებული თითოეული შეცდომის ფასი კოლოსალურად დიდია. სამეცნიერო წრეები საზოგადოების ლუპის ქვეშ წარმოუდგენელი სიჩქარით ცდილობენ, მიაღწიონ შეუძლებელს - მედიცინის ისტორიაში პირველად, რეკორდულად მცირე დროში შექმნან  ვაქცინა და მასობრივი იმუნიზაციის გზით მიმდინარე პანდემიას ბოლო მოუღონ.

პუბლიკა

სულიერება, შინაგანი ქმედების გარკვეული მახასიათებელია. მაგრამ,  რა არის ის, რაც ამ თვისებას ატარებს? Შეიძლება ითქვას, რომ სულიერება არის ცნობიერ მდგომარეობათა ჯგუფის, კერძოდ გარკვეულ მედიტაციურ ცნობიერი მდგომარეობათა მახასიათებელი.

კორონავირუსის „დელტა“ შტამმა უკვე 124 ქვეყანაში შეაღწია. იგი ეტაპობრივად ანაცვლებს მის წინამორბედ ბრიტანულ შტამს, რომელმაც დომინანტი ვარიანტის სტატუსი გასულ წელს მოიპოვა. პრესაში შემაშფოთებელი სათაურები აქამდეც გამოჩენილა და მეცნიერებს ახალი, უფრო საშიში ვარიანტების შესახებ აქამდეც უსაუბრიათ, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლებულა. სამწუხაროდ, ამჯერად ასე არ მოხდა.

ასტრონომების თქმით, დიდი ალბათობით  აღმოვაჩენთ სრულიად ახალ  და მოულოდნელ ფენომენებს, რომელთა არსებობის შესახებაც კი დღეს წარმოდგენა არ გვაქვს და  რომლებმაც შესაძლოა ამოაყირავოს ჩვენი ამჟამინდელი თეორიები სამყაროზე.

პუბლიკა

„უმნიშვნელოვანესი იქნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ დამაბინძურებლების ზემოქმედების შემცირების გზების შეფასება, თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ძუძუთი კვების უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მავნე მიკროპლასტმასების არსებობით გამოწვეული უარყოფითი მხარეები. ასეთმა კვლევებმა არ უნდა შეამციროს ბავშვების ძუძუთი კვება, არამედ უნდა გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება. სწორედ ამ საზოგადოების ზეწოლის შედეგად პოლიტიკოსებმა დაბინძურების შემცირებისკენ მიმართული კანონები უნდა მიიღონ“

დიმიტრი ლიპარტელიანი

მაინც რატომ იყო პანდემიის მიმდინარეობა ყველა ქვეყნისთვის ასეთი უნივერსალური? როგორ მოხდა, რომ ევროპის ქვეყნების დაცარიელებულ დახლებზე ირონიულად მომღიმარნი ჩვენც აურაცხელი ტუალეტის ქაღალდით ხელში აღმოვჩნდით სალაროს რიგში? ან როგორ მოხდა, რომ სხვა ქვეყნებში შემთხვევების ექსპონენციური ზრდის შემხედვარეებს პირბადის გაკეთება მაინც გვეზარება და ყოველდღიური ათასობით ახალი შემთხვევის მიუხედავად, ღამით მეტ-ნაკლებად მშვიდად გვძინავს?

თეორიული ფიზიკოსი ლეონარდ სასკინდი მეცნიერებას ადარებს ცხენს, ხოლო ფილოსოფიას ამ ცხენზე გამობმულ ეტლს, რომელიც მხოლოდ მეცნიერების პროგრესის ხარჯზე მიიწევს წინ.

დავით ბუხრიკიძე

2008 წელს ოზლემ ტიურეჩთან ერთად დაარსა სამდიცინო ფირმა, რომელსაც დღეს 1300 თანამშრომელი ჰყავს და რომელიც სხვადასხვა მძიმე დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატების შექმნაზე მუშაობს.

გერმანელი ფილოსოფოსი, მაინცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას მეცინგერი გონებისა და ცნობიერების ფილოსოფიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მკვლევარია. ის ხელმძღვანელობს გონების ფილოსოფიის კვლევით გუნდს მაინცის უნივერსიტეტსა და ფრანკფურტის ინსტიტუტში, გამოქვეყნებული აქვს ასეულობით სტატია და კვლევა კოგნიტური მეცნიერების ფილოსოფიაში, ეთიკაში, ცნობიერების ანალიტიკურ ფილოსოფიასა და ფენომენოლოგიაში.

მეცნიერთა მთავარ საზრუნავად ცირკულაციაში არსებული ვაქცინების ეფექტიანობის საკითხი იქცა. აქამდე თუ ბუსტერული ვაქცინაცია დელტა შტამის შესაკავებლად იყო გამიზნული, ახალმა ვარიანტმა არსებული სტატუს-კვო თავდაყირა დააყენა. ომიკრონთან დაკავშირებულ უამრავ კითხვაზე პასუხების ძიება უკვე დაწყებულია.

  • 1
  • 2