სამართალი

ქეთი გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბანერებზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 5 პირის საქმეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი განიხილავს.

პუბლიკა

გუშინ, 5 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირდა. სანქცირებულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ. დასანქცირებული მოსამართლეები იმ გავლენიანი ე.წ სასამართლო კლანის წევრებად მიიჩნევიან, რომლის შესახებაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად საუბრობენ.

ნათია ამირანაშვილი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულია რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე - ანასტასიია ზინოვკინა და არტემ გრიბული. მათ პროკურატურა გასაღების მიზნით 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება. ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო - მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.

პუბლიკა

იურისტსა და სამართლის ეკონომიკური ანალიზის მაგისტრანტ დავით კლდიაშვილს საბანკო სფეროსთან თანამშრომლობის თერთმეტწლიანი გამოცდილება აკავშირებს. სწორედ ამ გამოცდილების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ მასთან ინტერვიუს ჩაწერა.

პუბლიკა

ტერმინში - „კლანი“ - მოვიაზრებთ სასამართლო სისტემაში „მოღვაწე“ ურთიერთდაკავშირებულ პირთა ვიწრო ჯგუფს, რომელიც ფლობს ფორმალურ თუ არაფორმალურ ბერკეტებს საიმისოდ, რომ ზეგავლენა მოახდინოს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აზრი თანაბრად გაიყო, ოთხი მოსამართლე ეწინააღმდეგებოდა სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო ოთხმა მოსამართლემ განსხვავებული აზრი წარმოადგინა.

პუბლიკა

„მე აქედან ვიღებდი მხოლოდ და მხოლოდ პროცენტს. შესრულებაზე მე არ ვიყავი პასუხისმგებელი. ამაზე პასუხისმგებლობა ჰქონდა დირექტორს, ვინაიდან თანხას ისინი იღებდნენ, ხელშეკრულებასაც ისინი აფორმებდნენ... მე შემომაქვს ტექნოლოგიები, მე დავდივარ საზღვარგარეთ, ჩამომაქვს და ვთავაზობ სხვადასხვა რაღაცას მათ. მე, ერთმა ადამიანმა რანაირად უნდა გავაკეთო ათასობით შეკვეთა? ეს ხომ შეუძლებელია. ამიტომ არსებობს ამისთვის ხალხი, კომპანიები, ვინც ამას აკეთებს“, - ამბობს ის.

თათია ხალიანი

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თამთა თოდაძის საქმეში ბრალდებული საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ილია ჯიშკარიანი დაიკითხა. პროცესს დაზარალებული თამთა თოდაძეც ესწრებოდა.

თათია ხალიანი

„ბენზინგასამართის თანამშრომელს ბრალდებულმა უთხრა, მიეცა მისთვის ისეთი საწვავი, რომელიც იქნებოდა ყველაზე აალებადი და ყველაზე კარგად წაეკიდებოდა ადამიანს. ეს დაადასტურა მან. რა თქმა უნდა, ვერავინ აღიქვამდა ამას სერიოზულად, თავად სევაც ამბობდა ჩვენებაში, რომ ვერ წარმომედგინა თუ საყვარელი ადამიანი გამიმეტებდა და ბოლო წუთამდე არ მჯეროდა, რომ ცოცხლად დამწვავდაო."

პუბლიკა

აღიარებულია, რომ დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო  დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობა ანგარიშვალდებულების ერთ-ერთი ფორმაა. 

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, „აგენტების“ შესახებ კანონპროექტებს შესაფასებლად ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ ორგანოს - ვენეციის კომისიას გაუგზავნიან, კანონს კი ივნისის ბოლომდე, კომისიის „რეკომენდაციების შესაბამისად“ მიიღებენ.

თათია ხალიანი

ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.