სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილის მამის ბიზნესპარტნიორი, ირაკლი კობახიძის სიძე და დედა, „ბანკი ქართუ“, კახა კალაძე, გრიგოლ ლილუაშვილი, 11 მუნიციპალიტეტის მერი - ეს არის მათი არასრული ჩამონათვალი, ვინც მედიას ცილისწამების საბაბით სასამართლოში უჩივის.
ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დასრულდა. პროცესი თითქმის ორი წელია გრძელდება. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.
სტატიაში განვიხილავთ განვლილ სასამართლო პროცესებს და გავიხსენებთ, ვის ამხელდნენ ბრალდებულები ცრუ ჩვენების მიცემაში; შევაფასებთ, რა გამოავლინა განვლილმა პროცესებმა და ვისაუბრეთ იმაზე, რა არის ის კრიტერიუმი, რაც ამ საკითხს სისტემურ გამოწვევად აქცევს და არა ერთჯერად, ინდივიდუალურ გადაცდომად.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ირაყლის“ საქმეზე დაკავებული აქტივისტების და უფლებადამცველების საქმის განხილვა განაახლა. 1 სექტმებერს გამოიკითხა პოლიციელი კობა კაპანაძე, რომელიც მოწმედ იყო წარმოდგენილი „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, ედუარდ მარიკაშვილის დაკავების საქმეში. გამოიკითხნენ ასევე დაცვის მხარის მოწმეებიც.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ გააქარწყლა სასამართლოს ეჭვი ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, თევდორე აბრამოვის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.
„მაგალითად, მარტის აქციებზე დაკავებული ადამიანებიდან სრულად არცერთი არ გაუმართლებია სასამართლოს, რაც კატასტროფაა. ფაქტობრივად, 100%-იანი გამტყუნების მაჩვენებელი გვაქვს ასეთ საქმეებზე. ამ პირობებში გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება, “- გვეუბნება ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) იურისტი გიორგი ტაბატაძე.
გახსოვთ გასულ არჩევნებზე ადამიანები, რომლებიც სხვების პირადობის მოწმობებით ან პასპორტში მოთავსებული სხვისი პირადი ნომრებით აძლევდნენ ხმას? ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წესებში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც ამომრჩევლების მონაცემების ფოტო/ვიდეო გადაღებას და შესაბამისად, მათ შორის, ასეთი ფაქტების გასაჯაროებას კრძალავს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ ათივე პირზე განაჩენი უკვე დაადგინა. სტატიაში თავს მოვუყრით მათ შესახებ ინფორმაციას და კიდევ ერთ მოგიყვებით, თუ როგორ დასაჯა სისტემამ ისინი.