სამართალი

2 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თორაძეების მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარება სთხოვა. პროკურატურის განმარტებით, ამის მიზეზია თამარ თორაძის მიმართვა საქართველოს პორკურატურისადმი, რომ მისი ოჯახის წევრების მკვლელობა გამოიძიონ. თამარ თორაძე აშშ-ის მოქალაქეა და იქ ცხოვრობს.

პუბლიკა

ისტორიულად, გაუპატიურება და მსგავსი ხასიათის ძალადობრივი დანაშაულები, ყოველთვის ამორალურ ქმედებად მიიჩნეოდა, თუმცა ძალადობის ცნება და სოციალური კონტექსტი   მკვეთრად  განსხვავდებოდა  დღეს არსებული ცნებისაგან.  

თათია ხალიანი

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე, რომლის ორგანიზაციაც ივერი მელაშვილს იცავს, „პუბლიკასთან“ საუბრობს, რატომ მისდევდა კომისია აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებისას მაინცდამაინც 1938 წლის შეთანხმებას და არ იყენებდა რუკას, რომლითაც შეიძლებოდა დამატებით გარკვეული ტერიტორიები მიგვეღო.

პუბლიკა

სასამართლო არაპირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლების შტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ინსტიტუტების ლეგიტიმურობა და მისდამი საზოგადოებრივი ნდობის ფორმირება მოსამართლის, როგორც კომპეტენტური და დამოუკიდებელი არბიტრის, მისი პერსონის, ავტორიტეტს ეფუძნება.

თათია ხალიანი

ბავშვის დედამ იმ დღესვე შეატყობინა პოლიციას. დაიწყო გამოძიება. ტანსაცმელი ჯერ კიდევ  ხილის მეპატრონეების ეზოში იყო, როდესაც პოლიციამ ამოიღო. ბავშვს სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები და დასჭირდა სამედიცინო დახმარება. არც ადგილზე და არც შემდეგ არავინ დაუკავებიათ. არც დაზარალებულად უცნიათ ბავშვი დამამცირებელი მოპყრობის გამო.

ბასტი მგალობლიშვილი

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფინანსური დანაშაულის აღკვეთის ქსელიდან (FinCEN) გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მსოფლიოში უდიდესმა ბანკებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარის ტრანზაქცია განახორციელეს და კრიმინალებს საშუალება მისცეს, შავი ფული მთელი მსოფლიოს ბრუნვაში ჩაეშვათ.

ქეთი გოგუაძე

„ბოდიშის მოხდით ქალბატონებთან და სასამართლოსთან, უწმაწური სიტყვები იყო, შესაბამისად, საზოგადოების თავშეყრის ადგილას არ არის ლამაზი, რომ... ჩვენი დაიკოები, დედიკოები და ბავშვები მოძრაობენ და დადიან და შესაბამისად, არ უნდა წაეკითხათ“, - ეს ციტატა პოლიციელ აღამალი ასკეროვს ეკუთვნის, რომელიც სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მან ბოდიში მოუხადა პროცესზე დამსწრე „ქალბატონებს“, ვინაიდან უწევს ისაუბროს იმ გარემოებებზე, თუ რატომ მიიჩნია „ირაყლი“ სამართალდარღვევად.

პუბლიკა

„დათო კეზერაშვილი ჩემი კურსელია. პირველი კურსიდან ვმეგობრობთ, დღემდე გრძელდება ჩვენი მეგობრობა. ნამდვილად ვიყავი მის საინვესტიციო კომპანიაში, უფრო სწორად, არ ვიცი რამდენად იყო მისი, მაგრამ იყო დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. კომპანია იყო „უნივერსალ კაპიტალ გრუპი“, სადაც წლების წინ ვიყავი დირექტორი, და რა თქმა უნდა, კეზერაშვილთან ვიყავი ანგარიშვალდებული. თუმცა დღეს პარტნიორული ურთიერთობა მე დათო კეზერაშვილთან არ მაქვს, მაგრამ არასოდეს არ უარვყოფ მასთან მეგობრობას. ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრ მაღალჩინოსანთან..."

პუბლიკა

აგანგაშოა, რომ თავად მოსამართლეები ვერ გრძნობენ სისტემის შიგნიდან გაჯანსაღების რეალურ აუცილებლობას, ვერ ხედავენ თავიანთ თავს საზოგადოების თვალით.

ზურა ვარდიაშვილი

ამ თემაზე „პუბლიკა” მომდევნო სტატიაში მოგითხრობთ, მანამდე კი ქართველი “შერლოკები” კვლავ პროკურატურის და არა მართლმსაჯულების ინტერესების გატარებას გააგრძელებენ.

ქეთი გოგუაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ბანერებზე წარწერა „ირაყლის“ გამო დაკავებული უფლებადამცველებისა და აქტივისტების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 5 პირის საქმეს მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი განიხილავს.