საზოგადოება

სოფო აფციაური

გიორგი ნეფარიძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ამიტომ გადაწყვიტეს, აშშ-ის ელჩს სთხოვონ შუამდგომლობა და დახმარება:„უკვე 20 დღეა, უკიდურეს ფორმას მივმართეთ, შიმშილობის პარალელურად, პირი გვაქვს ამოკერილი. მთავრობისგან ელემენტარული ყურადღება არ გვიგვრძნია. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტად უსმენენ, ამიტომ იქნებ კელი დეგნანს მაინც მოუსმინონ“.

ქრისტინე მუჯირი

უკვე მეექვსე დღეა, ჭიათურაში, სოფელ შუქრუთში ქალები შიმშილობენ, ხოლო მესამე დღეა, პირიც ამოიკერეს. ისინი ამ ფორმით შეუერთდნენ თანასოფლელების პროტესტის უკიდურეს ფორმას. 5-მა ადგილობრივმა პროტესტის ამავე ფორმას რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

ქრისტინე მუჯირი

ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის ქალაქ მცხეთას არ აქვს ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა. წლებია სხვადასხვა სამუშაო და მილიონობით ლარი დაიხარჯა ამ გეგმის მომზადებისთვის, თუმცა პროცესი ჭიანურდება. პროცესში ჩართული პირები საუბრობენ სხვადასხვა კერძო, თუ პოლიტიკურ ინტერესებზე, რომელიც ხელს უშლის დოკუმენტის ბოლომდე მიყვანას

ქრისტინე მუჯირი

გეომორფოლოგის თქმით, მსგავსი მასისგან შესაძლოა მეწყერი თავად არ განვითარდეს, მაგრამ თუ ადამიანი ჩაერევა, გაიყვანს გზას, გაჭრის არხს და ააგებს შენობებს, ეს აუცილებლად გამოიწვევს იმას, რომ მასა წონასწორობას დაკარგავს და საინჟნრო საქმიანობა გახდება  მაპროვოცირებული მეწყრული პროცესების დაწყებისთვის, როგორც ეს ამ შემთხვევაში მოხდა.

აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის საკარანტინო ვადა შემცირდა. ვინც ენგურის ხიდზე გადმოვა, ახლა 12-ის ნაცვლად კარანტინში 5 დღის გატარება მოუწევს. მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ჩივის, რომ ეს მათთვის შვება არ ყოფილა. გალელების ისედაც მძიმე ყოველდღიურობას კარანტინი ახალ წნეხად დაემატა

სიკეთისა და ბოროტების დადგენის ბიბლიური დავალება დღემდე აქტუალურია და, სავარაუდოდ, ასე იქნება, ვიდრე ეს ცა და ქვეყანა არსებობს. გახსოვთ, არა ვაშლის არამედ სიკეთისა და ბოროტების ვერ დადგენის გამო დაკარგა კაცობრიობამ ღმერთთან კავშირი.  ვაშლის ხე და ბოროტება ლათინურ ენაში ომონიმია, malum, ეს უზუსტობაც აქედან იღებს სათავეს.

პუბლიკა

შენობისშიდა ჰაერის დაბინძურება, რომელიც აუარესებს ჰაერის ხარისხს, არის სხვადასხვა გარე და შიდა წყაროებიდან გამოფრქვეული დამაბინძურებლების ნაზავი, მათ შორის - ტრანსპორტის გამონაბოლქვი, ავეჯის დასამზადებლად გამოყენებული სხვადასხვა ნივთიერებები, შეშის არაეფექტური ღუმელებიდან გამოფრქვეული მტვერი, ტყვიის შემცველი საღებავები, სათამაშოები და ა.შ.

პუბლიკა

პანდემიის გამო 2020 წელი მსოფლიოსთვის გამოწვევა იყო. სრულიად განსხვავებული ცხოვრების წესზე გადასვლას ადამიანები სხვადასხვანაირად უმკლავდებოდნენ. ეს წელი ბევრი Meme-ის შთაგონების წყაროდაც იქცა. „პუბლიკამ“ რამდენიმე ასეთი პოპულარული მიმი შეაგროვა:

პუბლიკა

2020 წელი ყველასთვის მძიმე აღმოჩნდა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების გარდა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია, ადამიანებმა დაკარგეს სამსახური, შემოსავალი, თავშესაფარი, ბევრი უკიდურეს სიღარიბესა და გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. რომ არა ერთმანეთის მხარდაჭერა, ალბათ სამედიცინო მომსახურებისა თუ საარსებო პროდუქტების გარეშე უფრო მეტი ადამიანი დარჩებოდა.

პუბლიკა

„პუბლიკამ“ გადაწყვიტა მკითხველისთვის შეეხსენებინა ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე მედიისა და საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.

ქრისტინე მუჯირი

გვეუბნება,  რომ პანდემიამ კიდევ უფრო გააშიშვლა ის პრობლემები, რაც ამ სფეროს წარმომადგენლებს მანამდეც ჰქონდათ. ახლა  სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ის გაზაფხულის შემდეგ უმუშევარია, მისი ყოფა გაუსაძლისია. არის იპოთეკით დაზარალებული, არ აქვს  საცხოვრებელი, ხშირად იცვლის ბინას, რადგან ვერ იხდის ქირას. ბოლო ჰონორარი კი - 45 ლარი - მაისში აიღო.

ქრისტინე მუჯირი

ვიცი, რომ არაკანონიერი ქმედება ჩავიდინე, ვიცი, არ უნდა ამეშენებინა, რადგან იყო სახელმწიფოსი, მაგრამ, რადგანაც მეც ამ სახელმწიფოს ნაწილი ვარ, მინდა მეც მქონდეს ჩემი წილი ამ ქვეყანაში. იყოს ეს სახლი ამ პატარა ნაკვეთით ჩემი“, - ამბობს დარინა.