საზოგადოება
ეს არის ჩვენი ბოლო პოდკასტი, რომელშიც პანდემიასა და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში ქალების ეფექტიან მმართველობაზე ვისაუბრებთ. დღეს გვინდა, ლიდერი ქალების და მათ მიერ განხორციელებული წარმატებული გადაწყვეტილებების შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც პანდემიის დაწყებიდან მედია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად ალაპარაკდა.
20 სექტემბერს თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობის მცხოვრებ შმაგი მუთოშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო სხდომის პარალელურად პანკისში მუთოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართებოდა. მუთოშვილის მხარდამჭერები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ მუთოშვილის დაკავება ქავთარაშვილების ოჯახმა მოაწყო. საუბარია იმ ოჯახზე, რომლის წევრიც 2019 წელს შმაგი მუთოშვილის ძმის, ვისო მუთოშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
სხეულის ხატის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება და მასზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები. ყველაზე ხშირად კი სწორედ ნაცნობების, ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა და შენიშვნებმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი აზროვნების ჩამოყალიბებაში.
ჩემი პოდკასტების ციკლის მეშვეობით შევეცადე მსმენელისთვის გამეცნო ალტერნატიული ფემინისტური აზრი - გადავწყვიტე ეს ციკლი პირადად ჩემთვის ყველაზე ახლობელი იდეოლოგიით, მწვანე ფემინიზმით დამესრულებინა. პირველ რიგში, რომ განვაზოგადოთ, როცა ვსაუბრობთ მწვანე ფემინიზმზე, ვგულისხმობთ კავშირს გარემოსდაცვით საქმიანობასა და ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას შორის.
პარასკევს, 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მცხეთაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე წარადგინა. კერესელიძის წარდგენისას გახარიამ ისაუბრა მორატორიუმზე, რომელიც მცხეთაში 2015 წლის აგვისტოდანაა დაწესებული. აღნიშნული მორატორიუმით მცხეთაში, რომელიც UNESCO-ის მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია, შეზღუდულია ახალი მშენებლობები.
ვირჯინია ვულფის კლასიკად ქცეული ფემინისტური ტექსტი „საკუთარი ოთახი“ დიდი ბრიტანეთის ისტორიაში მწერალი ქალების ადგილს, ზოგადად მწერლობის პროცესსა და მასზე ყოფითი, მატერიალური, ეკონომიკური გამოცდილებების ზეგავლენებს აანალიზებს.
საქართველოში კომერციული სუროგაცია ყვავის. ის რეგიონში რეპროდუქციული ტურმიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, სადაც, დონორისა და სუროგატი ქალისთვის საშუალო ანაზღაურება განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით 10-ჯერ დაბალია.
წინა პოდკასტებში ვრცლად ვისაუბრეთ იმ გავლენებზე, რაც პანდემიას აქვს ქალების ცხოვრების ხარისხზე. ამ პოდკასტში გვინდა, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული იმ ქალების ხმა მოვიტანოთ თქვენამდე, რომლებიც მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან.
ამ ერთი ქუჩის მიღმა ქალაქი ჩამკვდარია. პატარა სავაჭრო ობიექტებისგან მარტო ბანერებია დარჩენილი. ბაზარი, როგორც ასეთი, აქ კვირაში ერთხელ იმართება. ქუჩის ძაღლები ზედმეტად გამხდრები არიან. ადამიანებისგან განსხვავებით, მათ ამ ადგილის მიტოვების შანსი არ აქვთ.
როდესაც ვსაუბრობთ ანარქისტულ ფემინიზმზე, ანარქა-ფემინიზმზე, ანუ იდეოლოგიაზე, რომელიც მჭიდრო კავშირს ხედავს პატრიარქატსა და ყველა სახის გაბატონებულ იერარქიას შორის, უპირველეს ყოვლისა, გვიწევს დავუპირისპირდეთ მთელ რიგ სტერეოტიპებს თავად ანარქიზმზე.
ის, რაზეც დღეს მე ამ პოდკასტში უნდა ვილაპარაკო არის გოგოების მიერ ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩენილი იმპულსი, თავშეკავება,სხვა ინტენსივობა, ტემპორალობა და მელოდრამა. ეს არაა გამიზნულად რაციონალურის, დაფიქრების წინააღმდეგ წასვლა, არამედ იმ ყველაფრის განცდაა, რაზეც ფიქრობენ და როგორც ფიქრობენ;
როდესაც სოციალურ უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ სოციუმი შედგება ქალებისა და კაცებისაგან, სადაც თანასწორობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებებით, საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის. თუმცა, როდესაც ორივე სქესი თანაბარ დროს უთმობს ანაზღაურებად შრომას, რამდენად სამართლიანია ის, რომ სახლში დაბრუნებისას აუნაზღაურებელი შრომის უდიდეს ნაწილს ქალები ასრულებენ? ეს ეხება ბავშვ(ებ)ზე ზრუნვასაც.