საზოგადოება

პუბლიკა

„[წასვლიდან] 6 თვის შემდეგ მომწერა [შვილმა], თვითმფრინავის კიბეზე რომ ადიოდი, მე ფეხებში ძალა გამომეცალა და კინაღამ ჩავიკეცეო, [შინ] ჩამოსვლამდე ვტიროდი და ვბღაოდიო. ახლა თქვენ მკითხავთ, ბავშვს ეს ემოცია როგორ ვერ შეამჩნიეო, მაგრამ ასეთი ბავშვია, მალავს თავის ემოციებს“. (საზღვარგარეთ მყოფი მშობელი).

ნინო ჩიმაკაძე

ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო ჯგუფი - ქუჩაში მცხოვრები, მიუსაფარი ადამიანები არიან, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშიც ვერ რეგისტრირდებიან, რადგან მისამართი არ აქვთ. შესაბამისად სახელმწიფოს მხრიდან დახმარებასაც ვერ იღებენ.

ნანუკა კოხოძე

„რუსეთისა და პუტინისგან ინსპირირებული წესების მიღება ცივილიზებული საზოგადოების, LGBTQI+ საზოგადოების, ლტოლვილების დისკრედიტაციას ემსახურება. უნგრეთის მთავრობა ცდილობს, გააქროს სოლიდარობის გრძნობა საზოგადოების ჯგუფებს შორის, რადგან შემდეგ ბევრად უფრო ადვილია ძალაუფლების გავრცელება“, – ამბობს სზელერესო.

საარსებო შემწეობას 16 წლამდე ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს. შემწეობის მიღება კი ჯამში 340 281 ბავშვს სურს (37.7%); ბავშვებში აბსოლუტური სიღარიბის დონე 19.6%-ია [ყოველი მეხუთე]

პირველი კაფე თავისუფლების მოედანთან იყო. – გამარჯობა, რომელი ხილის წვენი გაქვთ? – ვეკითხები ქართულად. – ბოდიში, არ ვიცი კარტული. რუსულად? ინგლისურად? – გაჭირვებით, მაგრამ ქართულადვე მპასუხობენ. მეტწილად რუსულენოვანი ადამიანები ქართული ენის ცოდნას მხოლოდ ამ ფრაზაში ავლენენ – „ბოდიში, არ ვიცი კარტული“. აღმოჩნდა, რომ Facebook-მეგობრები არ ცდებოდნენ. 8 კაფეს ვესტუმრეთ. მშობლიურ ენაზე მომსახურება ვერცერთ ობიექტზე ვერ მივიღეთ. მეტიც, უმრავლესობას ქართულ ენაზე მენიუც კი არ ჰქონია.

ქეთი გოგუაძე

„სიკვდილის შემდეგ დედას უნდოდა კრემაცია და ჩვენ ეს სურვილი შევუსრულეთ, თუმცა საზღვარგარეთ“ - საქართველოში კრემაციის სერვისის მიღება შეუძლებელია

სალომე გორგოძე

უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, თბილისში ლიფტების უსაფრთხოების სისტემა მოშლილია. ძველი ლიფტები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა წლებია, უკვე გასული აქვთ, ყოველწლიურად მოსახლეობისთვის კიდევ უფრო სახიფათო ხდება. არსებული პრობლემის მოგვარება კი თავისი მასშტაბიდან გამომდინარე სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე, მხოლოდ მოსახლეობის - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ინდივიდუალური ძალისხმევით ვერ მოხერხდება.

რა აწუხებთ ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს? რა პრობლემები იკვეთება ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში და როგორი უნდა იყოს მათი დაძლევის გზები?

დეა ღირდალაძე

საცხოვრებელი ხელფასი არის ხელფასის ის ოდენობა, რომელიც ფარავს მშრომელთა ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ და ძირითად საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი უნდა უზრუნველყოფდეს ისეთ საბაზისო ხარჯებს, როგორიცაა: კვება, ტანსაცმელი, საცხოვრებელი, განათლება, ჯანდაცვა, ტრანსპორტირება და სხვა  მნიშვნელოვანი საჭიროებები

პუბლიკა

სესხის სხვა მნიშვნელოვანი პირობების სანახავად ხელშეკრულება პენსიონერს ამისამართებს „ლიბერთი ბანკის“ ელექტრონულ პორტალზე, თუმცა პენსიონერების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ელექტრონულად ხელშეკრულების მოძიების შესაძლებლობა. როგორც კვლევაშია აღნიშნული, ხელშეკრულების ასეთი ხელოვნურად გაყოფის მიზანი ის არის, რომ პენსიონერმა არ იცოდეს, რა პირობებით აქვს სესხი აღებული.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ადგილზე მომუშავე ჟურნალისტები აღმოჩნდებიან, რომელთაც პროფესიული მოვალეობის შესრულება ყველაზე ცხელ წერტილში, საპოლიციო შენაერთების სიახლოვეს უწევთ. დაზარალებულთა სიმრავლისა და დაზიანებათა სიმძიმის გამო, ზოგჯერ მათ პირველადი დახმარების გამწევის როლის შესრულებაც უწევთ - განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მათივე კოლეგაა.

პუბლიკა

„ძროხები, ხბოები, კურდღლები, ქათმები, მერე კი სახლის საქმეები და ოჯახი“, - 35 წლის მზია სურმანიძე იმ საშინაო საქმეების თანმიმდევრობას ასახელებს, რომლებსაც ყოველ დილით, შვიდი საათიდან ასრულებს.