„ასეთი არსება, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო“ – კალაძე

პუბლიკა

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს აფასებს.

ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად კალაძემ განაცხადა, რომ პოდოლიაკის განცხადებები სამარცხვინო იყო და მედიას პოდოლიაკის წარსულით დაინტერესება ურჩია.

„პოდოლიაკის განცხადება არის სამარცხვინო. ჩვენ არაერთი სამარცხვინო განცხადება მოგვისმენია და ჩემი თხოვნა იქნება, ჩაეძიოთ და მოიკითხოთ, ვინ არის პოდოლიაკი. ბევრ საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ.

მე უკრაინასთან ძალიან მჭიდრო კავშირები მაქვს, წლების განმავლობაში ვცხოვრობდი იქ, ვთამაშობდი და ასეთი არსებები, როგორიც პოდოლიაკია, არის სამარცხვინო. შეგიძლიათ თქვენ, ჩემი თხოვნა იქნება, ნახოთ, ვინ არის, რა ცხოვრებით ცხოვრობდა და რას წარმოადგენდა ვინმე პოდოლიაკი“, – განაცხადა კახა კალაძემ.