აშშ-ის, EU-ის და ბრიტანეთის ელჩები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და რუსულ კანონზე ისაუბრეს 

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს; ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.

საუბრის თემა რუსული კანონი იყო.

ელჩები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ მათ უთხრა, რომ კანონი „სრულად შეესაბამება ყველა ძირითად სამართლებრივ პრინციპს და ემსახურება ერთადერთ მიზანს − არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების ფინანსების ყოველწლიურ გასაჯაროებას”.

ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძის თქმით:

„მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავად აჩვენებს გამჭვირვალობის მაგალითს და ქვეყნდება მთავრობის ყველა გადაწყვეტილება თუ სამართლებრივი აქტი, გაუგებარია, რატომ არის მიუღებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილება”.

ასევე, ადმინისტრაცია ამბობს, რომ კობახიძემ „კიდევ ერთელ დაადსტურა მზაობა ღია დისკუსიისთვის”.

პარალელურად, პარლამენტის იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე რუსულ კანონს პირველი მოსმენით გაიხილავენ. შენობის გარეთ კი ჟურნალისტების და არასამთავრობო ორგანიზაციების საპროტესტო აქცია მინდონარეობს.