აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიევში მაღალჩინოსნებს შეხვდა და უკრაინას დახმარებას დაჰპირდა

პუბლიკა

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი კიევში იმყოფება. ვიზიტის დროს იგი უკრაინას დამატებით დახმარებას დაჰპირდა.

ბლინკენი, რომელიც კიევში მეორედ იმყოფება მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დედაქალაქის ცენტრში მაღალჩინოსნებს შეხვდა.

ოფიციალური პირების განაცხადებით, ბლინკენი გამოიყენებს თავის ვიზიტს საჭირო იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ ბაიდენის ადმინისტრაციის განზრახვის გადმოსაცემად.

ამ დაპირების ფარგლებში, შეერთებული შტატები უკრაინას კიდევ 675 მილიონ აშშ დოლარის სამხედრო დახმარების მიაწვდის, მათ შორის დამატებით რაკეტებსა და სამხედრო მანქანებს. შედეგად, ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის დახმარება 13,5 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ადმინისტრაცია ასევე გამოყოფს 2 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას უკრაინისა და მეზობელი ქვეყნებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა Associated Press-ს განუცხადა, რომ აღნიშნული დახმარებიდან 1 მილიარდი აშშ დოლარი უკრაინას გადაეცემა, დანარჩენი კი საქართველოს, ალბანეთს, ბოსნიას, ბულგარეთს, ხორვატიას, ჩეხეთს, ესტონეთს, საბერძნეთს, კოსოვოს, ლატვიას, ლიეტუვას, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და სლოვენიას შორის გადანაწილდება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ დახმარება იმ ქვეყნებს გადაეცემათ, რომლებიც „რუსეთის მომავალი პოტენციური აგრესიის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან“.