აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსაც შეხვდა

პუბლიკა

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდნენ.

რელიზში ნათქვამია, რომ ისაუბრეს ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე, თუმცა რა პოზიცია ჰქონდათ მხარეებს, დაკონკრეტებული არაა.

„პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

ასევე, განიხილეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს.

შეხვედრას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია რელიზში.