აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა $2 მლრდ დოლარის გაყინვაზე

პუბლიკა

ამერიკის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა, ძალაში დარჩენილიყო გადაწყვეტილება თითქმის 2 მილიარდი დოლარის გაყინვის შესახებ. ეს თანხა ორგანიზაციებისთვის უკვე შესრულებული სამუშაოსთვის უნდა გადაეხადათ.

ოთხშაბათს, უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ადმინისტრაციას, გასცეს თანხები კონტრაქტორებისთვის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტის მიმღებებისთვის. სასამართლომ 26 თებერვლამდე მოითხოვა თანხების გადახდა.

ვადის მოახლოებასთან ერთად, ტრამპის ადმინისტრაციამ უზენაეს სასამართლოს მიმართა. უზენაეს სასამართლოში ხმები 5-4-ზე თანაფარდობით გადანაწილდა.

სასამართლომ განაცხადა, რომ ქვედა ინსტანციის მოსამართლის მიერ დადგენილი გადახდის ვადა უკვე გავიდა და რაიონულმა სასამართლომ უნდა „განმარტოს, რა ვალდებულებები“ უნდა შეასრულოს ადმინისტრაციამ ბრძანების შესასრულებლად.

კონსერვატორი მოსამართლეები სამუელ ალიტო, კლარენს თომასი, ნილ გორსუჩი და ბრეტ კავანა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ.

სამართლებრივი წარმოება რაიონულ სასამართლოში გრძელდება.

პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელი განკარგულებით, საერთაშორისო განვითარების დახმარება 90 დღით გაიყინა. USAID-ის შემცირებამ შეაფერხა გლობალური დახმარების მცდელობები, გაყინა ასობით პროგრამა ათობით ქვეყანაში.