აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 108 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 108 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი ჯამში ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

wordometer-ის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 503 177-ია, აქედან გამოჯანმრთელებულია 27 314, ხოლო გარდაცვლილია 18 761.