აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე დასანიშნად „ქართული ოცნების“ პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინა.
„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის განკარგულებაში.
სამთავრობო მედიის ცნობით, ტალიაშვილმა ტრამპის ადმინისტრაციისგან აგრემანი უკვე მიიღო.
თამარ ტალიაშვილი იყო თბილისის საკრებულოს წევრი და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
- 2017 წლიდან საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
- 2018 წლიდან ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი;
- 2020-2022 წწ. საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”.
- 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.