Associated Press-ის ჟურნალისტი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის უწყვეტ კადრებს აქვეყნებს

პუბლიკა

გაფრთხილება! – ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს;


Associated Press-ის ვიდეორეპორტიორი, მსტისლავ ჩერნოვი, აქვეყნებს 9 მარტს მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვის უწყვეტ და დაუმუშავებელ ვიდეოკადრებს.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ამ კადრების გამოქვეყნების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც რუსულმა დეზინფორმაციამ მოიცვა მთელი ინტერნეტსივრცე. მანამდე გავრცელებულ მოკლე ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანდა ერთ-ერთი ორსული მარიანა ვიშეგირსკაია, რომელიც უკრაინელი სილამაზის ბლოგერია. რუსეთის ოფიციალური პირები ამ ფაქტს მარიუპოლის კადრების სიყალბის მტკიცებულებად იყენებდნენ.

მსტისლავ ჩერნოვი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები თვითმფრინავის გადაფრენისა და შემდეგ, ორჯერ აფეთქების ხმის გაგონებისთანავე ჯერ მაღალი კორპუსის მე-12 სართულზე ავიდნენ და საავადმყოფოს შენობიდან ორ ადგილას ამოსული შავი კვამლი გადაიღეს, შემდეგ კი დაახლოებით 25 წუთი დასჭირდათ საავადმყოფომდე მისასვლელად.

ვიდორეპორტიორის თქმით, სწორედ იქ გადაღებულმა ვიდეო და ფოტოკადრებმა აალაპარაკა მსოფლიო და უფრო ცხადად აჩვენა რუსეთის აგრესია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამიტომ ცდილობს რუსეთის მხარე გააყალბოს ფაქტები და რეალობაზე თქვას, რომ „ფეიკია“.


Associated Press-ის ცნობით, 1 აპრილს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულმა Twitter-ის ანგარიშმა გააზიარა ინტერვიუ ვიშეგირსკაიასთან, რომელიც ამბობდა, რომ საავადმყოფოზე საჰაერო თავდასხმა არ მომხდარა.