ავტორი
სტატია
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ეკლესია იყო გამონაკლისი ადგილი, სადაც რაიმე სახის ერთობა იყო შესაძლებელი და ამ ერთობის მრავალრიცხოვნებას მნიშვნელოვანწილად განაპირობებდა ნუგეშის სიტყვა, რომელიც პატრიარქს ამ დრომდე ჰქონდა ქართველების დიდი ნაწილისთვის.
ბლოგი
უკვე მეორედ, ნახევარი წლის განმავლობაში, აფხაზების პროტესტი შეუვალია და უარს ამბობენ, მიიღონ შეთანხმება რუსეთთან, რომელიც მათ ინტერესს არ ითვალისწინებს, უქმნის რა ეგზისტენციალურ რისკებს ეკონომიკურ და დემოგრაფიულ უსაფრთხოებას.
გახარიას შესაძლოა, არ ქონდეს ბოლო ცოდნა არჩევნების გაყალბებაზე, მაგრამ ექნება ბოლოს წინა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან, რომელსაც პრემიერ მინისტრის პოზიციიდან ხელმძღვანელობდა.
ივანიშვილისთვის საქართველო კომპანიაა, რომლის აქციებითაც ვაჭრობს, რომლის აქტივებსაც გაასხვისებს ან გააჩუქებს, ხოლო ხალხის დიდი ნაწილი დასაქმებულებად ყავს წარმოდგენილი და არა მოქალაქეებად.
შენ და შენი ტოლი ქართველი გოგოები და ბიჭები სუპერმარკეტებსა და კაფეებში სამუშაოდ ხშირად იმიტომ კი არ მიდიხართ, რომ, როგორც იტყვიან, თქვენი ფული გქონდეთ. უფრო იმიტომ, რომ ოჯახს სწავლის საფასურის ტვირთი შეუმსუბუქოთ ან შიმშილისა და გადასახადების გადაუხდელობისგან დააზღვიოთ. მაგრამ ამ სამუშაოს გამო, სწავლასაც მოსწყდით, არც ადამიანური ცხოვრებისთვის საკმარისი ფული გაქვთ და ხვალინდელი დღის შიშით სულ უფრო და უფრო იქუფრება თქვენი იმედის ცა.
სოფელში მთის აფეთქება და მთელი ხეობის მისაკუთრება, ქალაქში უმუშევრობა და ადამიანის ცხოვრებისთვის შეუსაბამო ხელფასები, ოლიგოპოლიური ფასები წამლებსა პროდუქტებზე, საჯარო სივრცეების მისაკუთრება, სათამაშო ბიზნესის ყვავილობა და სხვა - ერთი სენის სხვადასხვა გამოვლინებებია.
ეს და სხვა ჩვენი ყოფისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხები ლევან ზურაბაშვილის მოქმედებამ კიდევ უფრო მიაახლოვა გადაუდებლობის რეჟიმს - კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია. და თუმცა ამისთვის საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა სასწორზე დადო, სასურველი ცვლილებები მხოლოდ საერთო, კოლექტიური ძალისხმევისა და შესაფერისი სოციალური პრაქტიკის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
აქამდე ხელისუფლებები გვარწმუნებდნენ, რომ ხალხისთვის კარგია ის, რაც კარგია ინვესტორისთვის. აწი ხალხმა უნდა თქვას, თავად რას ფიქრობს ამაზე.
ვისაც უნდა მდუმარედ ჭამოს სირცხვილის პური მე მირჩევნია დავიჩივლო რიხით და დიდხანს მისი სიმწარე გულზე მაწევს და სასას მიწვავს პატიოსან შრომას შენ უგდებ გროშებს ოცნებებს მიკლავ და მიხრჩობ ფურთხში მე ძალას ვიკრებ რომ შენსკენ დავძრა შეკრული მუშტი.
პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით შესამჩნევია არა მხოლოდ ის, რაც წარსულის შრომას გვახსენებს. არამედ მიმდინარე შრომა, რომელზეც ახლა ჩვენ ვდგავართ, რომელიც ახლა, ამ წუთას სრულდება და რომლის გარეშეც ცხოვრება უფრო გაუვალი გახდებოდა:
მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დაბნეულია, გრძნობს დაუცველობას და ხვალინდელი დღის შიშს, არსებობს ადამიანთა მცირე ჯგუფი, რომელიც ამ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავს.
და მაშინ კაპიტალიზმი თავად გამოდის მხეცი, რომელიც ბატონობს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე სტიქიური, შემაშინებელი, შემზღუდავი ძალის სახით; ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობების სახით, რომელიც აფერხებს ადამიანთა სახეობის პროგრესს.
ერთი მხრივ, Covid-19-მა ვერ და არ უნდა ჩამოწეროს წყენა, რომელიც ბევრ ჩვენგანს კლინიკების და მათი პერსონალის მიმართ აქვს. ეს წყენა არსებობს იმიტომ, რომ მათგან უგულისყურო და უდიერ დამოკიდებულებას ვაწყდებით და ვგრძნობთ, რომ მათთვის იოლი ფულის შოვნის საშუალება ვართ.
მილიონობით ადამიანი ყოველდღე ელოდება ვაქცინას, როგორც გარღვევას, რომელიც აღკვეთს სიკვდილისა და მოახლოებული ქაოსის შემზარავ თარეშს. ელოდება, როგორც შემაკავებელს, რომელიც შუაში დადგება. მაგრამ ელოდება, როგორც დანაპირების შესრულებას, რომელიც არასდროს გაცემულა.
უსახლკაროებისთვის უნდა გაიხსნას დაკეტილი ბინები და სახლები, ან მოეწყოს პირობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მათ შესასახლებლად. კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში გაიხსნას სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებები, რომლებიც საკვებით უზრუნველყოფენ მოქალაქეებს.