ავარია კახეთში: სასწრაფო დახმარების მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა

პუბლიკა

ყვარელი-ლაგოდეხს დამაკავშირებელ გზაზე სასწრაფო დახმარების მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა.

ორივე მანქანა გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ექიმი და ექთანი.

დაშავებულები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.