ავსტრიიდან რუს დიპლომატს აძევებენ

ია კელერმანი

ავსტრია პირველად გამოაძევებს რუს დიპლომატს. ის „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიული მედია ავრცელებს.

გამოცემა დიპლომატის ვინაობას არ ასახელებს. მან ავსტრია 1 სექტემბრამდე უნდა დატოვოს.

ავსტრიის ხელისუფლების ცნობით, დიპლომატი ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდა ოთხი წლის განმავლობაში, ერთ-ერთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში.

როგორც Kronen Zeitung წერს, თავდაპირველად ავსტრიის ერთ-ერთმა მოქალაქემ აღიარა ჯაშუშობა. სწორედ მან დაასახელა თავის კურატორად რუსი დიპლომატი, რომელმაც გამოიყენა დიპლომატიური იმუნიტეტი და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

 

LB loan image desktop LB loan image mobile