„აზოვსტალი“ სრულად გათავისუფლებულია უკრაინელი მებრძოლებისგან - რუსული მედია

პუბლიკა

რუსული პროსახელისუფლებო მედიის ცნობით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანა უკრაინელი მებრძოლებისგან თავისუფალია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხნის გათავისუფლების შესახებ სერგეი შოიგუმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს უკვე აცნობა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 16 მაისიდან 20 მაისამდე  „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 2439-მა „აზოვის“ პოლკის წევრმა და სხვა უკრაინელმა მებრძოლმა „დაყარა იარაღი და ჩაბარდა“.

მათივე თქმით,  პოლკ „აზოვის“ მეთაური ტერიტორიიდან სპეციალური ჯავშანმანქანით გაიყვანეს.

რუსულ ტელეგრამის არხებზე ვრცელდება ჯარისკაცების ჩაბარების ვიდეო. ვიდეოკადრებში ჩანს უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინაც.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile