„აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელების გაცვლას არ გამოვრიცხავ - რუდენკო

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ანდრეი რუდენკოს თქმით, ის უშვებს შესაძლებლობას, რომ „აზოვსტალიდან“ გამოყვანილი უკრაინელი სამხედროები რუს ტყვეებში გაცვალონ. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ, სავარაუდოდ, ამას სადმე განიხილავდნენ… მე ვუშვებ ყველა შესაძლებლობას, რაც საღი აზრის წინააღმდეგ არ მიდის“, – განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „აზოვსტალი“ 2440-მდე სამხედრომ დატოვა და ახლა მათ ჰყავთ დაკავებული; დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით კი, ქარხანა 1700-მდე უკრაინელმა ჯარისკაცმა დატოვა.

LB loan image desktop LB loan image mobile