„აზოვსტალის“ მცველებმა შეძლეს რუსების განდევნა“ - არესტოვიჩი

პუბლიკა

აზოვსტალის“ მცველებმა შეძლეს რუსების თავდასხმის მოგერიება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. არესტოვიჩის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

„გუშინ რუსული ჯარები შევიდნენ აზოვსტალის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენმა მცველებმა განდევნეს. ახლა ჩვენ ვაჯამებთ ინფორმაციას“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

გუშინ რუსი სამხედრობი „აზოვსტალში“ შეიჭრნენ. უკრაინული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ „აზოვსტალში“ მძიმე ბრძოლა მიმდინარეობდა და უკრაინელ მებრძოლებთან იმჟამად კავშირი ვერ მყარდებოდა.